• May

    30

    2026
  • 36
  • 0
ირანის სულიერი ლიდერის მრჩეველი – საზღვაო ბლოკადის გაგრძელებით დონალდ ტრამპი დიპლომატიას ღალატობს

ირანის სულიერი ლიდერის მრჩეველი – საზღვაო ბლოკადის გაგრძელებით დონალდ ტრამპი დიპლომატიას ღალატობს

ირანის სულიერი ლიდერის სამხედრო მრჩეველი მოჰსენ რეზაის განცხადებით, „საზღვაო ბლოკადის გაგრძელებითა და მოლაპარაკებების დროს გადაჭარბებული მოთხოვნების წამოყენებით“ ტრამპმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ რეალური მოლაპარაკებებით დაინტერესებული არ არის და სხვა მიზნები აქვს.

„როგორც მოსალოდნელი იყო, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი უკვე მესამედ ღალატობს დიპლომატიას“, – განაცხადა რეზაიმ.

მისი თქმით, წინა ორი შემთხვევა უკავშირდება ირანის წინააღმდეგ განხორციელებულ სამხედრო ოპერაციებს, რომლებიც, მისი შეფასებით, ირანსა და აშშ-ს შორის არაპირდაპირი ბირთვული მოლაპარაკებების ფონზე მიმდინარეობდა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor