• May

    30

    2026
  • 102
  • 0
ცოტნე ივანიშვილი – მჯერა, აუცილებლად მივაღწევთ, რომ საქართველო იყოს წელში გამართული ქვეყანა და არ არსებობდეს წასვლის სურვილი, ამისთვის ფუნდამენტურია სტაბილურობა, მშვიდობა ქვეყანაში

ცოტნე ივანიშვილი – მჯერა, აუცილებლად მივაღწევთ, რომ საქართველო იყოს წელში გამართული ქვეყანა და არ არსებობდეს წასვლის სურვილი, ამისთვის ფუნდამენტურია სტაბილურობა, მშვიდობა ქვეყანაში

მჯერა, აუცილებლად მივაღწევთ, რომ საქართველო იყოს წელში გამართული ქვეყანა და არ არსებობდეს წასვლის სურვილი, ამისთვის ფუნდამენტურია სტაბილურობა, მშვიდობა ქვეყანაში, – ამის შესახებ ცოტნე ივანიშვილმა სიღნაღში, „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის კონფერენციაზე განაცხადა.

ამგვარად ცოტნე ივანიშვილმა უპასუხა კითხვას: „ახალგაზრდები ამბობენ, რომ უნდათ ქვეყნიდან წასვლა არა იმიტომ, რომ საკუთარი ქვეყანა არ უყვართ, არამედ იმიტომ, რომ აქ ვერ ხედავენ მომავალს და შესაძლებლობებს. მინდა, მოტივაცია მოგვცეთ, რატომ ფიქრობთ, რომ აქ უნდა დავრჩეთ ახალგაზრდები?“

როგორც ცოტნე ივანიშვილმა კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, ქვეყანაში ასეთი ტიპის გამოწვევა ნამდვილად არსებობს, პრობლემის გადაჭრა დროს მოითხოვს და ახალგაზრდული ორგანიზაცია ახალგაზრდებს იდეების განხორციელებაში გვერდით დაუდგება.

„მეც, პირადად, მეგობრებისგანაც მსმენია მსგავსი მოსაზრებები, გამოწვევები, დილემა. მგონი, ზოგადად, ქართველებს გამორჩეულად გვიყვარს ჩვენი ქვეყანა, მიჯაჭვული ვართ ჩვენს ტრადიციებს. მაგალითად, ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ქართული ფილმია „ფესვები“ და არ შემიძლია, მის დასასრულზე ცხარე ცრემლით არ ვიტირო, იმდენად მართლა კარგად ჩანს, რამდენად ძვირფასია თითოეული ჩვენგანისთვის ჩვენი საყვარელი სამშობლო. სხვათა შორის, სიმბოლურია, რომ თვითონ სიტყვა სამშობლოც არცერთ სხვა ენაზეც კარგად არ ითარგმნება. ეს მშობლიური დატვირთვა, ყოველ შემთხვევაში, ინგლისურად, ფრანგულად არ მოსდევს იგივენაირი სიმბოლური სიღრმე, რომელიც თვითონ სიტყვა სამშობლოში ჩანს, ეს პირდაპირი კავშირი მშობელთან.

რაც შეეხება კონკრეტულად ამ გამოწვევას, მაგალითად, დღევანდელი შეხვედრაც შეიძლება, იყოს გარკვეული ტიპის პასუხი ამასთან დაკავშირებით. ცხადია, ბევრი პრობლემის გადაჭრა მოითხოვს დროს, მდგრად სიტუაციას ქვეყანაში. აუცილებელი ფაქტორი ამისთვის არის მშვიდობა. მაგალითად, დღეს რამდენი საინტერესო პროექტი, რამდენი საინტერესო იდეა მოვისმინეთ აკადემიური, კულტურული კუთხით. დარწმუნებული ვარ, ახალგაზრდული ორგანიზაცია აუცილებლად გაუწევს შუამდგომლობას თითოეულ პროექტს. ეცდება, დაეხმაროს და გვერდში დაუდგეს თითოეულ ახალგაზრდას. ერთობლივი ძალისხმევით, ჩვენი ქვეყნის განვითარებით, მჯერა, აუცილებლად მივაღწევთ, რომ საქართველო იყოს ძალიან მკაფიოდ წელში გამართული ქვეყანა და, პირიქით, არ არსებობდეს ის მომენტი, წასვლის სურვილი, რომელიც თქვენ აღწერეთ და ახსენით. რა თქმა უნდა, დრო სჭირდება ბევრ რამეს, ბევრ პროექტს, მაგრამ ამისთვის ესენციალური და ფუნდამენტურია სტაბილური მდგომარეობა, მშვიდობა ქვეყანაში, რომელიც, მადლობა ღმერთს, გვაქვს. თავისთავად, ვეცდებით, მეც პირადად, თუ რამე შემიძლია, ახალგაზრდული ორგანიზაცია ეცდება, თქვენს იდეებთან, პროექტებთან დაკავშირებით გვერდით დაგიდგეთ და ყველა კარგი იდეა, მოსაზრება განვახორციელოთ“, – განაცხადა ცოტნე ივანიშვილმა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor