• June

    10

    2026
  • 86
  • 0
უკრაინამ რუსეთის რეგიონებსა და ანექსირებულ ყირიმზე უპილოტო საფრენმა აპარატებითა და რაკეტებით მიიტანა იერიში

უკრაინამ რუსეთის რეგიონებსა და ანექსირებულ ყირიმზე უპილოტო საფრენმა აპარატებითა და რაკეტებით მიიტანა იერიში

უკრაინამ უპილოტო საფრენმა აპარატებითა და რაკეტებით მიიტანა იერიში რუსეთის რეგიონებსა და ანექსირებულ ყირიმზე. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საჰაერო თავდაცვის ძალებმა 326 დრონი ჩამოაგდეს. რაკეტების სამიზნე გახდა ჩებოქსარი, რის შესახებაც ჩუვაშეთის ხელმძღვანელმა, ოლეგ ნიკოლაევმა განაცხადა.

ტელეგრამარხებში გავრცელებული ვიდეოებისა და ფოტოების ანალიზის საფუძველზე ავრცელებენ ინფორმაციას, რომ ჩებოქსარში თავდასხმა განხორციელდა თავდაცვით საწარმოზე, VNIIR-Progress-ზე, რომელიც მანამდეც არაერთხელ გამხდარა დრონებისა და რაკეტების იერიშის სამიზნე.

უკრაინული ტელეგრამარხის ინფორმაციით, ქალაქზე თავდასხმა განხორციელდა „ფლამინგოს“ ტიპის რაკეტებით.

ვლადიმირის ოლქში უკრაინული დრონების შეტევის შედეგად ხანძარი გაჩნდა ორ ობიექტზე – კამეშკოვოსა და ალექსანდროვის რაიონში. ამის შესახებ რეგიონის გუბერნატორმა განაცხადა. მისი თქმით, დაშავებულები არ არიან.

ამას გარდა, სამარაში უკრაინული დრონების შეტევის შემდეგ ცეცხლი გაჩნდა კუიბიშევის ნავთობგადამამუშავებელ ​ქარხანაში, რომელიც რეგიონის ერთ-ერთი უმსხვილესი საწარმოა. ოფიციალურად ადგილობრივ ხელისუფლებას ეს ინფორმაცია არ დაუდასტურებია.

რეგიონში გამოცხადებული იყო სარაკეტო და უპილოტო აპარატების საფრთხის რეჟიმი.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor