• June

    12

    2026
  • 43
  • 0
„პოლიტიკო“ – უკრაინა მოკავშირეებისგან დამატებით 20 მილიარდი დოლარის გამოყოფას ითხოვს

„პოლიტიკო“ – უკრაინა მოკავშირეებისგან დამატებით 20 მილიარდი დოლარის გამოყოფას ითხოვს

უკრაინა მოკავშირეებისგან დამატებით 20 მილიარდი დოლარის გამოყოფას ითხოვს, რათა რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლის ველზე მოპოვებული დროებითი უპირატესობა განამტკიცოს.

ამის შესახებ „პოლიტიკოს“ უკრაინის თავდაცვის სფეროს მაღალჩინოსანმა განუცხადა.

„ყველა ხედავს, რომ რუსეთი იწვის და ჩვენ გვინდა, კიდევ უფრო მეტად იწვოდეს, თუმცა ამისთვის დაფინანსება გვჭირდება“, – განაცხადა ოფიციალურმა პირმა.

მისი თქმით, მოთხოვნა 18 ივნისს უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის მორიგ შეხვედრაზე გაჟღერდება.

„პოლიტიკოს“ წყაროს ცნობით, საკითხი უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, მიხაილ ფედოროვმა და მთავრობის სხვა წარმომადგენლებმა ნორვეგიის, შვედეთის, გერმანიისა და კანადის წარმომადგენლებთან შეხვედრების დროს უკვე განიხილეს. უკრაინა მოკავშირეებისგან ორიდან ექვს მილიარდ დოლარამდე დახმარების ან სესხის სახით მიღებას ელოდება, რათა, საერთო ჯამში, 20 მილიარდი დოლარის მიზანს მიაღწიოს.

დამატებითი დაფინანსების შემთხვევაში თანხები საჰაერო თავდაცვის სისტემების, უპილოტო საფრენი აპარატების, საბრძოლო მასალების, ელექტრონული ომის საშუალებებისა და შორ მანძილზე მოქმედი იარაღის შესაძენად იქნება გამოყენებული.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor