• June

    24

    2026
  • 31
  • 0
სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს დაარსებიდან 32 წელი შეუსრულდა !

სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს დაარსებიდან 32 წელი შეუსრულდა !

საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დაარსებიდან 32 წელი გავიდა – ეს სამსახურია, სამი ათწლეულის განმავლობაში, ქვეყნის უსაფრთხოების არქიტექტურაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რგოლი, რომელიც სახელმწიფოს უმაღლესი თანამდებობის პირების, სტრატეგიული ობიექტებისა და განსაკუთრებული მნიშვნელობის ღონისძიებების უსაფრთხოების უზრუნველყოფის საპასუხისმგებლო მისიას ღირსეულად ასრულებს.

დაარსების დღიდან სამსახური მუდმივად ვითარდებოდა, იხვეწებოდა და თანამედროვე გამოწვევების შესაბამისად აძლიერებდა საკუთარ შესაძლებლობებს. მისი საქმიანობა არ შემოიფარგლება მხოლოდ ფიზიკური დაცვის ღონისძიებებით – სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური წარმოადგენს ინსტიტუციას, რომლის პროფესიონალიზმს, ოპერატიულ მზადყოფნას და ერთგულებას მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს სახელმწიფო ინსტიტუტების სტაბილურ ფუნქციონირებაში, ეროვნული უსაფრთხოების განმტკიცებასა და ქვეყნის საერთაშორისო იმიჯის გაძლიერებაში.

32-წლიანი ისტორიის განმავლობაში სამსახურის თანამშრომლებმა არაერთხელ დაამტკიცეს, რომ სახელმწიფოს ინტერესების, კონსტიტუციური წესრიგისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის საკითხებში მათზე დაკისრებული პასუხისმგებლობა განსაკუთრებული პატივისა და თავდადების საგანია. სწორედ ამ ღირებულებებზე დგას ის ინსტიტუციური სიმტკიცე, რომელმაც სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური თანამედროვე საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და ავტორიტეტულ უსაფრთხოების სტრუქტურად ჩამოაყალიბა.

საგულისხმოა, რომ სამსახურს სხვადასხვა დროს გამორჩეული პროფესიონალები ხელმძღვანელობდნენ. აღნიშვნის ღირსია სამსახურის დღევანდელი ხელმძღვანელის გენერალ-ლეიტენანტის ანზორ ჩუბინიძის განსაკუთრებული და გამორჩეული როლი სამსახურის გაძლიერებასა და შემდგომ წინსვლაში. ბატონი ანზორი, ამ სამსახურის წიაღში აღზრდილი ღირსეული ქართველი ოფიცერია, რომელიც პატრიოტული შემართებით და თავდაუზოგავად ემსახურება სამშობლოს განსაკუთრებულ საჭიროებებს.

საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის 32-ე წლისთავი მხოლოდ უწყების ისტორიის მორიგი თარიღი არ არის. ეს არის შესაძლებლობა, კიდევ ერთხელ შეფასდეს იმ ადამიანების თავდაუზოგავი შრომა, პროფესიონალიზმი და ერთგულება, რომლებიც ყოველდღიურად დგანან სახელმწიფოსა და მისი უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტების უსაფრთხოების სადარაჯოზე.

თანამედროვე მსოფლიოში, სადაც უსაფრთხოების გამოწვევები მუდმივად იცვლება და რთულდება, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ისეთი პროფესიული და მაღალი პასუხისმგებლობის მქონე სამსახურის არსებობა, რომელიც ნებისმიერ ვითარებაში მზად არის ეფექტიანად შეასრულოს საკუთარი მოვალეობა. სწორედ ამ მისიას ემსახურება სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური უკვე 32 წელია – ღირსებით, პროფესიონალიზმითა და სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობის უმაღლესი შეგრძნებით.

საიუბილეო თარიღი არა მხოლოდ წარსულის მიღწევების შეჯამების, არამედ მომავლისკენ მიმართული განვითარების, ახალი შესაძლებლობებისა და კიდევ უფრო ძლიერი ინსტიტუციური წინსვლის სიმბოლოა.

საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს შეუძლია სამართლიანად იამაყოს განვლილი გზით, ხოლო საზოგადოებას ჰქონდეს რწმენა, რომ ქვეყნის უსაფრთხოების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გარანტი მომავალშიც იმავე ერთგულებითა და პროფესიონალიზმით გააგრძელებს თავისი სახელმწიფოებრივი მისიის შესრულებას.

ქეთი ხომერიკი

,,GEO NEWS”

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor