
- By Keti Khomeriki
- In მსოფლიო
აშშ-ის სენატმა 50 ხმით 48-ის წინააღმდეგ მიიღო კანონპროექტი, რომელიც ირანთან მიმართებით დონალდ ტრამპის სამხედრო უფლებამოსილებას ზღუდავს, თეთრ სახლში ინიციატივას არაკონსტიტუციურად აფასებენ
აშშ-ის სენატმა მიიღო კანონპროექტი, რომელიც ირანთან მიმართებით დონალდ ტრამპის სამხედრო უფლებამოსილებას ზღუდავს.
რეზოლუციას მხარი 50-მა სენატორმა დაუჭირა, ხოლო 48-მ წინააღმდეგ მისცა ხმა. კანონპროექტს მხარი დაუჭირეს არა მხოლოდ დემოკრატებმა, არამედ რესპუბლიკელთა ნაწილმაც, მიუხედავად იმისა, რომ სენატში უმრავლესობა სწორედ რესპუბლიკურ პარტიას აქვს.
ჯერჯერობით უცნობია, რა გავლენა ექნება რეზოლუციას მიმდინარე პროცესზე, რადგან ვაშინგტონი ირანთან სამშვიდობო შეთანხმებაზე მუშაობს.
ინიციატივა ამ თვის დასაწყისში უკვე დაამტკიცა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ. მნიშვნელოვანია, რომ დოკუმენტი პრეზიდენტს ხელმოსაწერად არ გადაეცემა.
თეთრი სახლი აცხადებს, რომ ეს ინიციატივა არაკონსტიტუციურია. იურისტები აღნიშნავენ, რომ საკითხი სამართლებრივად სადავოა და შესაძლოა, საბოლოოდ სასამართლოში გადაწყდეს.





