• June

    29

    2026
  • 27
  • 0
მაკა ბოჭორიშვილი ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

მაკა ბოჭორიშვილი ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

ყაზახეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ყაზახეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, ერმეკ კოშერბაევს შეხვდა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე აღინიშნა პრემიერ-მინისტრის ყაზახეთში დაგეგმილი ვიზიტის ფარგლებში საქართველოსა და ყაზახეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების მნიშვნელობა, რაც საქართველო-ყაზახეთის ორმხრივ ურთიერთობებში ახალი ეტაპის დასაწყისია და ხელს შეუწყობს ყოვლისმომცველ თანამშრომლობას.

„მხარეებმა ისაუბრეს ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი განვითარების პერსპექტივებზე. ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის უმაღლესი და მაღალი დონის დიალოგის შენარჩუნების მნიშვნელობას.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო „შუა დერეფნის“ განვითარების პროცესში საქართველოსა და ყაზახეთის თანამშრომლობისა და ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაძლიერებას“, – აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor