• July

    4

    2026
  • 20
  • 0
ილჰამ ალიევმა დონალდ ტრამპს აშშ-ს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მისალოცი წერილი გაუგზავნა – „ვაფასებთ თქვენს ძალისხმევას სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და განვითარების უზრუნველსაყოფად“

ილჰამ ალიევმა დონალდ ტრამპს აშშ-ს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მისალოცი წერილი გაუგზავნა – „ვაფასებთ თქვენს ძალისხმევას სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და განვითარების უზრუნველსაყოფად“

აზერბაიჯანი და სომხეთი ამჟამად მშვიდობიანად ცხოვრობენ და სავაჭრო ურთიერთობებს ამყარებენ, – ამის შესახებ აღნიშნულია აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის მისალოც წერილში, რომელიც მან აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს აშშ-ის დამოუკიდებლობის 250 წლისთავთან დაკავშირებით გაუგზავნა.

ალიევის თქმით, აზერბაიჯანი დიდად აფასებს ტრამპის მიზანმიმართულ ძალისხმევას სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის დღის წესრიგის ხელშეწყობისა და მდგრადი განვითარების უზრუნველყოფის მიმართულებით.

„გასული წლის 8 აგვისტოს, თქვენი ინიციატივით თეთრ სახლში გამართული ისტორიული სამმხრივი შეხვედრის შედეგებმა სრულიად ახალი პოზიტიური ატმოსფერო და სიტუაცია შექმნა ჩვენს რეგიონში. აზერბაიჯანი და სომხეთი ახლა მშვიდობიანად ცხოვრობენ და სავაჭრო ურთიერთობებს ამყარებენ. ამავდროულად, მინდა, განსაკუთრებით აღვნიშნო თქვენი ქვეყნის მუდმივი მხარდაჭერა რეგიონში სტაბილურობისა და კეთილდღეობის მომტანი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების მიმართ, კერძოდ, „ტრამპის საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობის დერეფნის“, რომელიც უზრუნველყოფს ალტერნატიულ, საიმედო და უსაფრთხო კავშირს აზიასა და ევროპას შორის“, – აღნიშნულია ალიევის წერილში.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor