• September

    11

    2026
  • 50
  • 0
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გაგა კირკიტაძემ ჩინეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ორმხრივი შეხვედრები გამართა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გაგა კირკიტაძემ ჩინეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ორმხრივი შეხვედრები გამართა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე გაგა კირკიტაძე, დელეგაციასთან ერთად, სამუშაო ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში იმყოფებოდა.

შსს-ს ცნობით, ვიზიტის ფარგლებში მინისტრის მოადგილემ მონაწილეობა მიიღო ქალაქ ლიენიუნკანგში გამართულ გლობალური საზოგადოებრივი უსაფრთხოების თანამშრომლობის ყოველწლიურ ფორუმში (GPSCFL).

„საერთაშორისო ღონისძიების პარალელურად, გაგა კირკიტაძემ ორმხრივი შეხვედრა გამართა ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, ნურბეკ აბდიევთან. მხარეებმა დეტალურად მიმოიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული ეფექტიანი საპოლიციო თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები და სამომავლო პარტნიორობის პერსპექტივები. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ განსაკუთრებული ხაზგასმით აღნიშნა მიმდინარე წლის აგვისტოში ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრის, ულან ნიაზბეკოვის საქართველოში განხორციელებული ოფიციალური ვიზიტის მნიშვნელობა. მან განაცხადა, რომ მსგავსი მაღალი დონის დიალოგი არსებითად უწყობს ხელს ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებასა და ინსტიტუციურ დაახლოებას.

შეხვედრის დასასრულს მხარეებმა დაადასტურეს მზაობა ოპერატიული გამოცდილებისა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარების გაგრძელების თაობაზე.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში გაგა კირკიტაძე ასევე შეხვდა ბელარუსის რესპუბლიკის საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს, ანატოლი ვასილიევს. მხარეებმა იმსჯელეს სამართალდაცვით სფეროში არსებულ ორმხრივ თანამშრომლობასა და ტრანსნაციონალურ დანაშაულთან ბრძოლის მექანიზმებზე“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor