• September

    11

    2026
  • 98
  • 0
დიმიტრი პესკოვმა „ესკალაციისკენ ძალიან სერიოზული ნაბიჯი“ უწოდა ლიეტუვის სეიმის მიერ კანონში დაგეგმილ ცვლილებას, რომელიც ბირთვული იარაღის განთავსებაზე აკრძალვის მოხსნას ითვალისწინებს

დიმიტრი პესკოვმა „ესკალაციისკენ ძალიან სერიოზული ნაბიჯი“ უწოდა ლიეტუვის სეიმის მიერ კანონში დაგეგმილ ცვლილებას, რომელიც ბირთვული იარაღის განთავსებაზე აკრძალვის მოხსნას ითვალისწინებს

რომელიმე ტერიტორიაზე ჩვენ წინააღმდეგ ბირთვული იარაღი თუ იქნება, შესაბამისად, ამ ქვეყნის ტერიტორია ჩვენი ბირთვული იარაღის სამიზნე გახდება, – ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა ლიეტუვის სეიმის მიერ კანონში დაგეგმილ ცვლილებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომელიც ქვეყანაში ბირთვული იარაღის განთავსებაზე აკრძალვის მოხსნას ითვალისწინებს. ინფორმაციას „ინტერფაქსი“ ავრცელებს.

პესკოვის განცხადებით, ეს ნაბიჯი „ესკალაციისა და დაძაბულობის თვალსაზრისით ძალიან სერიოზული“ იქნება.

„საკუთარ ტერიტორიაზე ბირთვულ იარაღს თუ განათავსებთ, ის ვიღაცის წინააღმდეგ იქნება მიმართული. ცხადია, ეს იარაღი დასავლეთისკენ მიმართული არ იქნება, ის აღმოსავლეთისკენ, ანუ ჩვენ წინააღმდეგ იქნება მიმართული“, – აღნიშნა პესკოვმა.

ლიეტუვის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ზამთარში ლიეტუვის სეიმი კონსტიტუციაში ცვლილების მიღებას გეგმავს, რომლის მიხედვითაც, ქვეყნის ძირითადი კანონიდან საკუთარ ტერიტორიაზე მასობრივი განადგურების იარაღის განთავსების აკრძალვის შესახებ ჩანაწერი ამოიღება. ამისთვის სეიმის საშემოდგომო სესიის გახანგრძლივება იქნება საჭირო. პროექტს სეიმის სამართლისა და წესრიგის კომიტეტმა მხარი დაუჭირა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor