• September

    14

    2026
  • 259
  • 0
რა გზა გაიარა თამაზ ბორაშვილმა სუს-ის უფროსად დანიშვნამდე ?

რა გზა გაიარა თამაზ ბორაშვილმა სუს-ის უფროსად დანიშვნამდე ?

ბორაშვილის გზა სუს-ის უფროსობამდე

სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე თა­მაზ ბო­რაშ­ვი­ლი დაინიშნა.

თამაზ ბორაშვილი ამ დრომ­დე სუს-ში, ამა­ვე სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბას იკა­ვებ­და.

თამაზ ბორაშვილის კარიერა ძირითადად ძალოვან და უსაფრთხოების სტრუქტურებში განვითარდა და სუს-ის ხელმძღვანელობამდე გზა სწორედ ამ სისტემაში ეტაპობრივად გაიარა.

კარიერა უსაფრთხოების სისტემაში :

ირაკლი კობახიძის თქმით, ბორაშვილი სამართალდამცავ სისტემაში 20 წელზე მეტია მუშაობს.

უსაფრთხოების სისტემაში მან მუშაობა დაბალი პოზიციიდან დაიწყო და სუს-ის კონტრდაზვერვის დეპარტამენტში სხვადასხვა საფეხური გაიარა.

2017–2022-წლები : შინაგან საქმეთა სამინისტრო. ამ პერიოდში ბორაშვილი მუშაობდა შსს-ის გენერალურ ინსპექციაში ჯერ უფროსის პირველი მოადგილის, შემდეგ კი გენერალური ინსპექციის უფროსის პოზიციაზე.

2022 წლიდან კი სუს-ში დაბრუნდა – ბორაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სისტემაში დაბრუნდა და სუს-ის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსი გახდა.

მოგვიანებით ამავე დეპარტამენტის დირექტორის პოსტი დაიკავა.

2025 წლის სექტემბერიდან ბორაშვილი სუს-ის უფროსის მოადგილე გახლდათ, როდესაც მამუკა მდინარაძე სუს-ის უფროსი გახდა, ბორაშვილი მის მოადგილედ დაინიშნა. მანამდე ის სუს-ის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორი იყო.

2026 წლის აპრილში ბორაშვილი გელა გელაძის მოადგილეა.

ბორაშვილი ამ თანამდებობაზე დარჩა სუს-ის ახალი ხელმძღვანელის, გელა გელაძის, გუნდშიც. ამ პერიოდში ის უკვე იმ ადამიანთა შორის იყო, რომლებიც მდინარაძის გუნდიდან გელაძის გუნდში გადავიდნენ.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ პრემიერ-მინისტრის მიერ წარდგენილი თა­მაზ ბო­რაშ­ვი­ლის კან­დი­და­ტუ­რა სუს-ის უფ­რო­სის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე პარ­ლა­მენ­ტმა უნდა და­ამ­ტკი­ცოს.

ირაკლი მაისურაძე, ქეთი ხომერიკი

,,GEO NEWS”

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor