• September

    15

    2026
  • 46
  • 0
პაატა შავაძე : ,,გიორგი გვარაკიძე არის საქართველოს პროკურატურის ისტორიაში ყველაზე ძლიერი გენერალური პროკურორი და ის თანამდებობას არ დატოვებს, რაც სწორი გადაწყვეტილებაა” !

პაატა შავაძე : ,,გიორგი გვარაკიძე არის საქართველოს პროკურატურის ისტორიაში ყველაზე ძლიერი გენერალური პროკურორი და ის თანამდებობას არ დატოვებს, რაც სწორი გადაწყვეტილებაა” !

ცნობილი და გამორჩეული ადვოკატი, პაატა შავაძე საქართველოს გენერალურ პროკურორს, გიორგი გვარაკიძეს მხარდაჭერას უცხადებს.

ამის შესახებ პაატა შავაძე სოციალურ ქსელში წერს.

„ჩემი პოზიცია ცალსახაა – გიორგი გვარაკიძე არის საქართველოს პროკურატურის ისტორიაში ყველაზე ძლიერი გენერალური პროკურორი და მისი საქმიანობის რეალური შეფასება მხოლოდ დროს შეუძლია.

მე მას ვაფასებ არა თანამდებობის გამო, არამედ იმ თვისებების გამო, რომლებიც ამ თანამდებობას განსაკუთრებულად სჭირდება – პატიოსნება, პრინციპულობა, პროფესიონალიზმი, სამართლებრივი აზროვნება, პიროვნული ღირსება და, რაც მთავარია, საკუთარი გადაწყვეტილების პასუხისმგებლობით მიღების უნარი“, – წერს შავაძე.

ადვოკატის თქმით, მისი მხარდაჭერა გიორგი გვარაკიძის მიმართ პირად სიმპათიებს ან თანამდებობისადმი დამოკიდებულებას არ ეფუძნება და გადაწყვეტილება პროფესიული და სახელმწიფოებრივი საფუძვლებით აქვს მიღებული.

„მე, როგორც 22-წლიანი პრაქტიკის მქონე ადვოკატი და იურისტი, ძალიან კარგად ვხვდები, რამდენად რთულია პროკურატურის ხელმძღვანელის შეფასება მხოლოდ გარეგნული პოლიტიკური განცხადებებით. პროკურატურის მუშაობის შეფასებისას მთავარი უნდა იყოს პროფესიონალიზმი, კანონიერება, შედეგი, პრინციპულობა და ადამიანის უფლებების პატივისცემა.

ამიტომ, ჩემი პოზიცია ნათელია – გიორგი გვარაკიძის შეცვლის მოთხოვნასთან მიმართებით, მე ვერ ვხედავ საკმარის პროფესიულ საფუძველს.

პირიქით, მიმაჩნია, რომ საქართველოს პროკურატურას დღეს სჭირდება ძლიერი, პრინციპული, პროფესიონალი და გადაწყვეტილების პასუხისმგებლობის მქონე ხელმძღვანელი. ჩემი შეფასებით, გიორგი გვარაკიძე სწორედ ასეთი ადამიანია“, – წერს პაატა შავაძე.

მისივე თქმით, გიორგი გვარაკიძე უნდა შეფასდეს საქმით და არა პოლიტიკური სურვილებით.

„მე მხარს ვუჭერ გიორგის, არა იმიტომ, რომ ის გენერალური პროკურორია, არამედ იმიტომ, რომ მიმაჩნია, იგი ამ თანამდებობისთვის პროფესიულად და პიროვნულად ღირსეული ფიგურაა.

გვარაკიძე უნდა შეფასდეს საქმით და არა პოლიტიკური სურვილებით“, – წერს პაატა შავაძე.

ქეთი ხომერიკი

,,GEO NEWS”

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor