• September

    15

    2026
  • 30
  • 0
სამართალდამცველებმა ბათუმში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ოთხი პირი დააკავეს, ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

სამართალდამცველებმა ბათუმში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ოთხი პირი დააკავეს, ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით ბათუმში სხვადასხვა დროს ოთხი პირი დააკავეს.

დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის, ასევე ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანა-კულტივირების ბრალდებით დაკავებულები არიან უცხო ქვეყნის 3 და საქართველოს 1 მოქალაქე.

სამართალდამცველების მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ერთ-ერთ ბრალდებულს ბათუმში ნაქირავებ ბინაში მოწყობილი ჰქონდა სპეციალური სათბური, სადაც, შემდგომი რეალიზაციის მიზნით, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე „კანაფის“ უკანონო მოყვანასა და კულტივირებას ახდენდა.

პოლიციამ ბრალდებულების პირადი, დროებითი საცხოვრებელი ბინისა და ავტომობილის ჩხრეკის შედეგად განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება ნივთმტკიცებად ამოიღო, მათ შორის: 25 შეკვრად დაფასოებული „მეფედრონი“, 20 შეკვრა „ჰაშიში“ და ოთხ კილოგრამამდე მცენარე „კანაფი“.

სამართალდამცველების მიერ ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისა და კულტივირებისთვის საჭირო მასალები.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე კვარტა და 265-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor