• September

    17

    2026
  • 20
  • 0
დავით მათიკაშვილი – გახარიას პარტია კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ შემადგენელი ნაწილია, მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტში შემოვიდნენ, დესტრუქციულ გზას აგრძელებენ

დავით მათიკაშვილი – გახარიას პარტია კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ შემადგენელი ნაწილია, მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტში შემოვიდნენ, დესტრუქციულ გზას აგრძელებენ

გახარიას პარტია კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ შემადგენელი ნაწილია, რომელიც ქვეყნის ხელისუფლების წინააღმდეგ გამოდიოდა, არ აღიარებდა დემოკრატიას და ერთიანდებოდნენ კოალიციებში, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

როგორც მათიკაშვილმა განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ „გახარია საქართველოსთვის“ პარლამენტში შევიდა, დესტრუქციულ გზას აგრძელებენ.

„2024 წლის არჩევნებისთვის აშკარა იყო ის ტენდენცია, რაც კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ გავლით საქართველოში დემოკრატიული პროცესების დანგრევას ისახავდა მიზნად. ამ პროცესებში დიდი როლი „გახარიებს“ ჰქონდათ. მიუხედავად იმისა, რომ ისინი პარლამენტში შემოვიდნენ, დესტრუქციულ გზას აგრძელებენ. ჩვენი საკონსტიტუციო სარჩელი მტკიცებულებებით იქნება გამყარებული, დანარჩენი საკონსტიტუციო სასამართლოზე იქნება დამოკიდებული“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor