• September

    17

    2026
  • 42
  • 0
გიორგი ბახუაშვილი სუს-ის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა

გიორგი ბახუაშვილი სუს-ის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ახალ უფროსის, თამაზ ბორაშვილს მოადგილეთა შემადგენლობის როტაცია მოხდა. შესაბამისი ბრძანებები საქართველოს მთავრობამ 16 სექტემბრით გამოსცა.

16 სექტემბრით დათარიღებული ბრძანებით, გიორგი ბახუაშვილი სუს-ის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა.

ბახუაშვილი 2026 წლის ივლისიდან უკვე იკავებდა სუს-ის უფროსის მოადგილის თანამდებობას, მანამდე კი, 2026 წლის ივნისში, შს მინისტრის მოადგილედ იყო დანიშნული. წლების განმავლობაში ბახუაშვილი ბიძინა ივანიშვილის პირად დაცვაში მუშაობდა.

მარიამ ტაბატაძე კვლავ სუს-ის უფროსის მოადგილედ დამტკიცდა. ის ამ პოსტს 2026 წლის მაისიდან იკავებდა, როცა გეკა გელაძემ იგი შსს-დან სუს-ში გადაიყვანა. მანამდე კი შს მინისტრის მოადგილე იყო.

ჩვენთვის უცნობია, ინარჩუნებს თუ არა პოსტს ალექსანდრე მაისურაძე, რომელიც სუს-ის უფროსის მოადგილედ 2025 წლის სექტემბერში დაინიშნა. მანამდე ის იუსტიციის მინისტრის მოადგილე იყო.

მკითხველს შევახსენებთ, რომ სუს-ის უფროსის პოსტიდან გეკა გელაძის გადადგომის შემდეგ, უწყების ხელმძღვანელი თამაზ ბორაშვილი გახდა, ხოლო პირველი მოადგილე ლაშა მაღრაძე კვლავ იუსტიციის სამინისტროში დაბრუნდა – მინისტრის მოადგილედ დაინიშნა.

მოამზადა – ირაკლი მაისურაძემ

,,GEO NEWS”

 

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor