• September

    21

    2026
  • 2
  • 0
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა „თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის“ მიერ სავარაუდოდ გრანტის მთავრობის თანხმობის გარეშე მიღების ფაქტის შესწავლა დაიწყო

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა „თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის“ მიერ სავარაუდოდ გრანტის მთავრობის თანხმობის გარეშე მიღების ფაქტის შესწავლა დაიწყო

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ფინანსების გამჭვირვალობის დეპარტამენტში დაწყებულია მონიტორინგი ა(ა)იპ „კავშირი თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის“ მიერ სავარაუდოდ გრანტის საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე მიღების ფაქტზე.

ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურში აცხადებენ.

მათივე განცხადებით, საკითხის სრულყოფილად შესწავლის მიზნით, სახელმწიფო აუდიტის სამსახური იმოქმედებს საქართველოს კანონმდებლობით და მათ შორის „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილების ფარგლებში.

საქმე ეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ „თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის“ ხელმძღვანელის, არმაზ ახვლედიანის ორგანიზებით და ევროსაბჭოს დაფინანსებით, გაიმართა საგანმანათლებლო სემინარი, რომელსაც პაველ ჰერჩინსკიც ესწრებოდა“. არსებული ინფორმაციით, გრანტების კანონის შესაბამისად ამ საკითხზე მთავრობისთვის არ მიუმართავთ.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor