• September

    23

    2026
  • 60
  • 0
ნუკა არველაძე : ,,მამუს ბლეიზ მეტრეველთან ერთ მაგიდაზე ჯდომამ არ უშველა და არც შენ გიშველის გაეროში ვოიაჟი – ქართული პოლიტიკის უახლეს ისტორიაში სამარცხვინო ფურცლებით შეხვალთ მდინარაძე-კობახიძის კამანდა” !

ნუკა არველაძე : ,,მამუს ბლეიზ მეტრეველთან ერთ მაგიდაზე ჯდომამ არ უშველა და არც შენ გიშველის გაეროში ვოიაჟი – ქართული პოლიტიკის უახლეს ისტორიაში სამარცხვინო ფურცლებით შეხვალთ მდინარაძე-კობახიძის კამანდა” !

ჟურნალისტი ნუკა არველაძე სოციალურ ქსელში წერს :

,,ირაკლი კობახიძე – შიში, განსაკუთრებით კი სხვისი მოპოვებული – ძალაუფლების და გავლენის დაკარგვის შიში – ძალიან ბევრ შეცდომას დაგაშვებინებს კიდევ.

მამუს ბლეიზ მეტრეველთან ერთ მაგიდაზე ჯდომამ არ უშველა და არც შენ გიშველის გაეროში ვოიაჟი !!!

ქართული პოლიტიკის უახლეს ისტორიაში სამარცხვინო ფურცლებით შეხვალთ მდინარაძე-კობახიძის კამანდა !!!

ღარიბაშვილის და ლილუშვილის მიმართ შიში კი თქვენი დარჩენილი ცხოვრების დიაგნოზია !!!!

ხო ძალიან კარგად იცი, რომ ღარიბაშვილს არ ვიცნობ, გარდა ოფიციალურ მიღებაზე შეხვედრების.

ძალიან კარგად იცი შენი და მდინარაძის მოგონილი ტყუილი – თითქოს მაფინანსებდა თქვენს წინააღმდეგ – თქვენი შეთხზულია !!!!

ძალიან კარგად იცი – შენი დილა ჩემი ფეისბუკპოსტების კითხვით იწყება !!!!

რას ვიზამთ ირაკლი – მარტო აქილევსის ქუსლი არაა თქვენი ყველა პრობლემა აშკარაა,
შემოგეფლითათ ყველა ტყუილი და შიშვლდებით !!!

ოცნების ავტორიტეტი ხალხია – მხარდამჭერი – ამომრჩეველი – რომელსაც დასცინეთ და დაამცირეთ !!!!

ამიტომ ვერასოდეს აჯობებთ, ვერც ირაკლი ღარიბაშვილს და ვერც გრიგოლ ლილუაშვილს”,- წერს არველაძე და იქვე ღარიბაშვილის წერილიდან ამონარიდს აქვეყნებს.

Irakli Garibashvili : – თქვენ უკვე სააკაშვილის გზით დადიხართ და „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის მეთოდებს აბრუნებთ !..

ამ სასაცილო და ბოროტი სპექტაკლებით თქვენ სახელმწიფო ინსტიტუტებს მიაყენეთ შეურაცხყოფა და დასაცინი გახადეთ, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ !..

თქვენი უგუნური პოლიტიკითა და ქმედებებით ქვეყანა შეიყვანეთ უწყვეტ ქაოსსა და დაუსრულებელ კრიზისში, საკუთარი ამომრჩეველიც კი დააბნიეთ, გაამწარეთ ადამიანები და ოჯახები, ხალხში გააჩინეთ უიმედობის, არასტაბილურობისა და არაპროგნოზირებადი მომავლის შიში !..

ჯერ თქვენი თვალიდან ამოიღეთ დირე და მერე ილაპარაკეთ კორუფციაზე. ხალხმა ძალიან კარგად იცის, რომ ეს არის სრული ფარსი და ჩვენი საზოგადოების შეურაცხყოფა !..

მოამზადა – თამთა მაისურაძემ

,,GEO NEWS”

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor