• September

    24

    2026
  • 43
  • 0
ნიკოლ ფაშინიანი – ჩვენ ერთ, სომხურ სკამზე ვსხედვართ, ორი არ გვჭირდება

ნიკოლ ფაშინიანი – ჩვენ ერთ, სომხურ სკამზე ვსხედვართ, ორი არ გვჭირდება

ჩვენ ერთ, სომხურ სკამზე ვსხედვართ, – ასე უპასუხა, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა რუსი ჟურნალისტის კითხვას, რომ სომხეთი „ორ სკამზე ჯდომას“ ცდილობს.

„რატომ ორი სკამი? ჩვენ ერთ, სომხურ სკამზე ვსხედვართ, ამიტომ ორი არ გვჭირდება“, – აღნიშნა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.

ამასთან, ფაშინიანმა რუსი ჟურნალისტის კითხვაზე პასუხისას განაცხადა, რომ ერევანი აპირებს, გააგრძელოს დაბალანსებული საგარეო პოლიტიკა.

„ჩვენ ვგეგმავთ დაბალანსებული საგარეო პოლიტიკის გაგრძელებას, როგორც უკვე ვთქვით“, – აღნიშნა ფაშინიანმა ნიუ იორკში, სადაც გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე იმყოფება.

ჟურნალისტმა ფაშინიანს ასევე ჰკითხა ევროპულ ბაზარზე სომხეთის ექსპორტის პერსპექტივების შესახებ. ჟურნალისტის თქმით, ევროპულმა მხარემ განაცხადა, რომ სომხური სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის 99 პროცენტი, მათ შორის ხილი და ბოსტნეული შეიძლება, შევიდეს ევროკავშირის ბაზარზე და ჰკითხა, შიშობს თუ არა სომხეთის პრემიერ-მინისტრი, რომ ევროპელები არ შეასრულებენ დაპირებებს.

„რატომ? რატომ უნდა მოგვატყუონ? ჩვენ ვცდილობთ, ვიყოთ გულწრფელი და გახსნილი ყველა პარტნიორთან და ვიმედოვნებთ, ორმხრივად ვიმოქმედებთ“, – განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor