• October

    1

    2026
  • 9
  • 0
დონალდ ტრამპი – გარკვეული საბრძოლო მასალის მიღებაზე პრეზიდენტმა ზელენსკიმ უარი თქვა, მას არ ჰქონდა თვითმფრინავები და სხვა საშუალებები, რომლებიც ამ საბრძოლო მასალის გამოყენებისთვის არის საჭირო

დონალდ ტრამპი – გარკვეული საბრძოლო მასალის მიღებაზე პრეზიდენტმა ზელენსკიმ უარი თქვა, მას არ ჰქონდა თვითმფრინავები და სხვა საშუალებები, რომლებიც ამ საბრძოლო მასალის გამოყენებისთვის არის საჭირო

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გარკვეული ტიპის  საბრძოლო მასალის მიღებაზე უარი თქვა, რადგან უკრაინას მისი გამოყენებისთვის საჭირო თვითმფრინავები და სხვა შესაბამისი შესაძლებლობები არ ჰქონდა.

ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებში საბრძოლო მასალის მარაგები ამჟამად აქტიურად ივსება და ქვეყანაში შეიარაღების წარმოება იზრდება.

„არის საბრძოლო მასალა, რომლის მიღებაზეც პრეზიდენტმა ზელენსკიმ უარი თქვა. თუმცა, ეს ძალიან ძლიერი საბრძოლო მასალაა. მან უარი თქვა, რადგან მას არ ჰქონდა თვითმფრინავები და სხვა საშუალებები, რომლებიც ამ საბრძოლო მასალის გამოყენებისთვის არის საჭირო“, – განაცხადა ტრამპმა.

მისივე თქმით, ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ უკრაინისთვის საბრძოლო მასალის მიწოდების შედეგად აშშ-ში გარკვეული ტიპის შეიარაღების მარაგი შემცირდა, თუმცა მისი ადმინისტრაცია ახლა დანაკლისის შევსებაზე აქტიურად მუშაობს და აშშ-ის „კარგ ფორმაშია“.

ტრამპის განცხადებით, აშშ-ში თავდაცვის სფეროს კომპანიები, მათ შორის Raytheon, საწარმოო შესაძლებლობებს აფართოებენ.

„ისინი მთელი ქვეყნის მასშტაბით აშენებენ ქარხნებს. მუშაობენ 24 საათის განმავლობაში, კვირაში შვიდი დღე და ჩვენ ვაგროვებთ საბრძოლო მასალას იმ დონეზე, როგორც არასდროს“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor