• November

    2

    2023
  • 99
  • 0

ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ბირთვული ცდების აკრძალვის ყოვლისმომცველი შეთანხმების რატიფიცირების გაუქმების შესახებ კანონს

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ბირთვული ცდების აკრძალვის ყოვლისმომცველი შეთანხმების რატიფიცირების გაუქმების შესახებ კანონს. რუსული მედიის ცნობით, შესაბამისი დოკუმენტი რუსეთის სამართლებრივი აქტების პორტალზე უკვე გამოქვეყნდა.

შესაბამისი ინიციატივა რუსეთის დუმაში 13 ოქტომბერს დარეგისტრირდა. რუსეთმა შეთანხმების რატიფიცირება 1996 წელს მოახდინა.

როგორც რუსეთის წარმომადგენელმა ბირთვული ცდების აკრძალვის ორგანიზაციაში მიხაილ ულიანოვმა განაცხადა, მოსკოვი არ გეგმავს ბირთვული ცდების განახლებას, ხოლო შეთანხმებიდან გასვლის გადაწყვეტილების მიზანია, იყოს თანაბარ პირობებზე აშშ-სთან, რომელსაც ასევე არ აქვს რატიფიცირებული აღნიშნული ხელშეკრულება.

აღსანიშნავია, რომ ბირთვული ცდების აკრძალვის საყოველთაო შეთანხმება რატიფიცირებული არ აქვს ასევე ჩინეთს, ინდოეთს პაკისტანს, ისრაელს, ირანსა და ეგვიპტეს.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor