
პატიმარ გიორგი დავითაძის მამა მამუკა მდინარაძეს ამხელს
პატიმარ გიორგი დავითაძის მამის, ავთანდილ დავითაძის განცხადებით, მისი შვილი პროვოკაციის მსხვერპლია.
,,2024 წლის არჩევნების შემდგომ მოხდა ყველაფერი, სახლიდან გაიყვანეს შეგნებულად, დაგეგმილი იყო ეს სცენარი წინასწარ და იქ მოუწყეს პროვოკაცია. ვისი სცენარით ? არ ვმალავ, მდინარაძის წამოწყებული ამბებია, ისე კარგად შეასრულა, ჩემ შვილთან ერთად დაკავებული ბიჭები ვინც იყვნენ, იმათმა ადვოკატმა, რომელიც მდინარაძის კლანს წარმოადგენდა, ზურაბ ბელთაძე, სწორედ ამ საქმის შემდეგ ის დაჯილდოვდა და პროკურორის მოადგილედ დაინიშნა,- ამბობს ავთანდილ დავითაძე ,,ტვ პირველთან”.
მისი მტკიცებით, მამუკა მდინარაძე იყო დაინტერესებული ყველაფრით, რაც მისი ოჯახის წინააღმდეგ ხდებოდა.
,,მდინარაძე იყო დაინტერესებული ყველაფრით, რაც ჩემი ოჯახის წინააღმდეგ ხდებოდა. ვინ არ მივაგზავნე მდინარაძესთან, მათ შორის მისი მეგობრები, ნათლიმირონები – ყველას ეუბნებოდა : ამ თემაზე არ დამელაპარაკოთ, ესენი არიან ჩვენი დაუძინებელი მტრები, ეს ოჯახიო. შე არაკაცო, მე ვარ დაუძინებელი მტერი ? მე რომ უსამართლობას ვებრძვოდი, შენ სად ეგდე მაშინ, ეს ერთი და მეორე, რა დავაშავე ? ის რომ კრიტიკული პოსტი დაწერა ჩემი ოჯახის წევრმა და ზოგიერთ უუნარო გადაწყვეტილებაში არ გეთანხმებით ?”- აცხადებს ავთანდილ დავითაძე.
დავითაძეების მტკიცებით, მე-6 პენიტენციური დაწესებულების 9 ბადრაგს 36 წლის გიორგი დავითაძე დეესკალაციის ოთახში ჰყავდა ჩაყვანილი და ძალადობდა. ფაქტი დეკემბერში მოხდა, გამოძიება დაწყებულია, თუმცა იმის გამო, რომ არავინ დასჯილა, ოჯახი ამბობს, რომ ამ ამბის გახმაურება გადაწყვიტა.
მოამზადა – ირაკლი მაისურაძემ
,,GEO NEWS”





