• October

    5

    2026
  • 43
  • 0
დონალდ ტრამპმა ხელოვნურ ინტელექტზე ორიენტირებული ახალი სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ განაცხადა

დონალდ ტრამპმა ხელოვნურ ინტელექტზე ორიენტირებული ახალი სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ განაცხადა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელოვნურ ინტელექტზე ორიენტირებული ახალი სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ განაცხადა.

„სუპერინტელექტის ძალების“ სახელწოდებით შექმნილ ჯგუფს ეროვნული დაზვერვის დირექტორი, ჯეი კლეიტონი უხელმძღვანელებს. ტრამპის განცხადებით, სამუშაო ჯგუფის მიზანი იქნება უზრუნველყოს, რომ აშშ-მა ხელოვნური ინტელექტის განვითარებაში ლიდერის პოზიცია შეინარჩუნოს. ჯგუფი ასევე კოორდინაციას გაუწევს მთავრობის ურთიერთობას საზოგადოებასთან, მომხმარებლებთან, საზოგადოებრივი ინტერესების დამცველ ორგანიზაციებთან, რელიგიურ გაერთიანებებთან, კრიტიკული ინფრასტრუქტურის მიმწოდებლებთან და ხელოვნური ინტელექტის სფეროში მომუშავე კომპანიებთან.

სამუშაო ჯგუფის შექმნას წინ უძღოდა ტრამპის მიერ 29 სექტემბერს ხელმოწერილი აღმასრულებელი ბრძანება, რომლის მიხედვითაც აშშ-ში ხელოვნური ინტელექტის სახელწოდებად „სუპერინტელექტი“ უნდა გამოიყენონ.

ტრამპის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა ილონ მასკი. მასკმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მისი კომპანიის ხელოვნური ინტელექტის პლატფორმა SpaceXAI-ის სახელწოდება SpaceXSI-ით შეიცვლება.

„SpaceX სუპერინტელექტის კომპანიაა“, – დაწერა მასკმა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor