• October

    5

    2026
  • 56
  • 0
პედრო სანჩესმა ესპანეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 29 ნოემბერს დანიშნა – „დადგა დრო, ესპანეთის მოსახლეობამ თავად გადაწყვიტოს, როგორი მომავალი სურს“

პედრო სანჩესმა ესპანეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 29 ნოემბერს დანიშნა – „დადგა დრო, ესპანეთის მოსახლეობამ თავად გადაწყვიტოს, როგორი მომავალი სურს“

ესპანეთის პრემიერ-მინისტრის, პერო სანჩესის განცხადებით, ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 29 ნოემბერს გაიმართება.

მისი თქმით, დადგა დრო, ესპანეთის მოსახლეობამ თავად გადაწყვიტოს, როგორი მომავალი სურს.

„ყველაფერი თქვენზეა დამოკიდებული. თქვენ უნდა გადაწყვიტოთ – გსურთ მთავრობა, რომელიც უმრავლესობის ინტერესებისთვის მუშაობს, თუ ძალაუფლებას გადასცემთ ულტრამემარჯვენე კოალიციას, რომლის ერთადერთი მიზანია იმ უფლებების შეზღუდვა, რომლებიც ბოლო რვა წლის განმავლობაში მოვიპოვეთ, რათა სარგებელი მხოლოდ პრივილეგირებულთა მცირე ჯგუფმა მიიღოს. დადგა დრო, ესპანელმა ხალხმა გადაწყვიტოს, როგორი მომავალი სურს. ახლა ეს თქვენზეა დამოკიდებული. თქვენ, ესპანელმა ხალხმა, უნდა გადაწყვიტოთ, რა როლი გსურთ შეასრულოთ ამ ეპოქაში და რა როლი გსურთ, ესპანეთმა შეასრულოს. ჩვენ ვიმუშავებთ თქვენი ნდობის დასაბრუნებლად, იმედის დასაბრუნებლად და კვლავ გამარჯვებისთვის“, – განაცხადა სანჩესმა.

ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა ვადამდელი არჩევნების დანიშვნის გადაწყვეტილება საბინაო კრიზისის გამო გამართული მასობრივი საპროტესტო აქციების ფონზე მიიღო. საბინაო კრიზისის გასაპროტესტებლად ესპანეთის ქალაქების ქუჩებში ათიათასობით ადამიანი გამოვიდა. აქტივისტები ესპანეთის მთავრობის გადადგომას ითხოვდნენ და შეკრებილებს საყოველთაო გაფიცვისკენ მოუწოდებდნენ.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor