• October

    5

    2026
  • 70
  • 0
პაატა სალია რუსთავის N17 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმრის გარდაცვალებაზე – ძალიან სამწუხარო ფაქტია – ამ საკითხზე მყისიერად დაიწყო გამოძიება, სრულად ვთანამშრომლობთ გამოძიებასთან

პაატა სალია რუსთავის N17 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმრის გარდაცვალებაზე – ძალიან სამწუხარო ფაქტია – ამ საკითხზე მყისიერად დაიწყო გამოძიება, სრულად ვთანამშრომლობთ გამოძიებასთან

ძალიან სამწუხარო ფაქტია – ამ საკითხზე მყისიერად დაიწყო გამოძიება, სრულად ვთანამშრომლობთ გამოძიებასთან, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, პაატა სალიამ ჟურნალისტებს რუსთავის N17 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმრის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც სალიამ აღნიშნა, “მომხდარზე თუ რაიმე არის პენიტენციურ დაწესებულებაში, უკვე მიწოდებულია გამოძიებისთვის”.

“მყისიერად დაიწყო გამოძიება ამ საკითხზე. სრულად ვთანამშრომლობთ გამოძიებასთან. თუ რაიმე არის პენიტენციურ დაწესებულებაში, უკვე მიწოდებულია გამოძიებისთვის, მაქსიმალურად ღია ვართ და მზად ვართ, რომ ვითანამშრომლოთ. ძალიან სამწუხარო ფაქტია, მინდა მივუსამძიმრო ოჯახს და ცუდია, რომ ასეთი რამ ხდება პენიტენციურ დაწესებულებაში, სამწუხაროდ. ძალიან რთულია გადააზღვიო მსგავსი შემთხვევები. ჩვენ არაერთ ღონისძიებას ვატარებთ და მომავალშიც დაგეგმილი გვაქვს, რომ კიდევ უფრო მეტი მეთვალყურეობა იყოს იმ პირებზე, ვისაც შეიძლება სუიციდისკენ ჰქონდეს მიდრეკილება. დაველოდოთ გამოძიებას“, – განაცხადა პაატა სალიამ.

ცნობისთვის, რუსთავის N17 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმარი გარდაცვლილი იპოვეს.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor