• October

    9

    2026
  • 42
  • 0
კრემლის ცნობით, ვლადიმერ პუტინმა 74-ე დაბადების დღე გერმანიის ყოფილ კანცლერთან, გერჰარდ შრიოდერთან ერთად აღნიშნა

კრემლის ცნობით, ვლადიმერ პუტინმა 74-ე დაბადების დღე გერმანიის ყოფილ კანცლერთან, გერჰარდ შრიოდერთან ერთად აღნიშნა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა თავისი 74-ე დაბადების დღე გერმანიის ყოფილ კანცლერთან, გერჰარდ შრიოდერთან ერთად აღნიშნა. შრიოდერისა და პუტინის ერთობლივი ფოტო კრემლის პრესსამსახურმა 8 ოქტომბერს გამოაქვეყნა.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ პუტინმა შრიოდერის მოსკოვში ჩასვლის შესახებ „მედიის საშუალებებიდან“ შეიტყო.

„პრეზიდენტმა თავისი ძველი მეგობარი სახლში დაპატიჟა. გერჰარდ შრიოდერი ვლადიმერ პუტინთან ერთად იმყოფებოდა, როდესაც სახელმწიფოს მეთაურმა დაბადების დღე აღნიშნა“, – იტყობინება კრემლი.

როგორც ცნობილია, შრიოდერი მოსკოვში Globus-ის მაღაზიათა ქსელის თანამშრომლებსა და მენეჯმენტთან შესახვედრად ჩავიდა. გერმანიის ყოფილი კანცლერი Hyperglobus-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი გახდა, რომელიც გერმანული ჰოლდინგური კომპანიის, Globus Holding GmbH & Co.-ს რუსული შვილობილი კომპანიაა, რომელიც რუსეთში სასურსათო ჰიპერმარკეტების ქსელს მართავს.

აღსანიშნავია, რომ გერმანიაში შრიოდერის ახალ სამსახურს რუსეთში „ევროპის ღალატი“ უწოდეს. შრიოდერის ახალი პოზიცია გერმანიაშიც გააკრიტიკეს.

გერჰარდ შრედერი 1998 წლიდან 2005 წლამდე – გერმანიის კანცლერის, ხოლო 1999 წლიდან 2004 წლამდე „სოციალ-დემოკრატიული პარტიის“ ლიდერის თანამდებობას იკავებდა. რუსეთთან მეგობრული ურთიერთობებისა და რუსული ენერგეტიკული კომპანიებისთვის მუშაობის გამო მას ხშირად აკრიტიკებენ.

2026 წლის იანვარში ყოფილმა კანცლერმა რუსეთთან ენერგეტიკული თანამშრომლობის განახლებას მხარი დაუჭირა  და ევროპელებს რუსეთის „დემონიზაციის დასრულებისკენ“ მოუწოდა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor