
ექსკლუზივი : რა აშინებთ თავზეხელაღებული ,,თეთრხალათიანი მკვლელების” დაჯგუფებას სახელად – ,,ხუჯაძე-გოგნიაშვილის” კლინიკას და მის მფლობელებს – როსტომ ბაქრაძის ტრაგიკულად დასრულებული სიცოცხლე და ექიმების პასუხისმგებლობის საკითხი ?
არადამიანური გულგრილობა და სამართლებრივი პასუხისმგებლობის პერსპექტივა ?
მეორე ნაწილი ( პირველი ნაწილი – იხ : ლინკი https://geonews.org.ge/%e1%83%94%e1%83%a5%e1%83%a1%e1%83%99%e1%83%9a%e1%83%a3%e1%83%96%e1%83%98%e1%83%95%e1%83%98-%e1%83%9e%e1%83%90%e1%83%aa%e1%83%98%e1%83%94%e1%83%9c%e1%83%a2-%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%a1%e1%83%a2/
როდესაც პაციენტი ექიმს საკუთარ სიცოცხლეს ანდობს, ეს მხოლოდ სამედიცინო მომსახურების მიღება არ არის, ეს არის ნდობის ყველაზე მაქსიმალური ფორმა.
ადამიანი კლინიკაში შედის იმ რწმენით, რომ მის წინაშე დგას პროფესიონალი, რომელიც სიცოცხლის გადასარჩენად ყველაფერს გააკეთებს.
პაციენტი ვერ ამოწმებს ექიმის გადაწყვეტილებებს, ვერ აფასებს მის პროფესიულ ცოდნას და ხშირად ვერც კი აცნობიერებს, რა ხდება მისი სხეულის შიგნით.
სწორედ ამიტომ არის ექიმის პროფესია განსაკუთრებული – მასთან დაკავშირებული შეცდომა მხოლოდ პროფესიული ხარვეზი არ არის. ზოგჯერ შეცდომის ფასი ადამიანის ჯანმრთელობა, სიცოცხლე და ოჯახის მთელი მომავალი ხდება.
როსტომ ბაქრაძის საქმე სწორედ ამ მძიმე კითხვების წინაშე გვაყენებს.
როსტომ ბაქრაძე უკვე აღარ არის ცოცხალი. იგი რამდენიმე დღის წინ დაკრძალეს.
ადამიანი, რომელიც სიცოცხლის ბოლო პერიოდში პრინციპულად ცდილობდა საკუთარი უფლებების დაცვას, სიმართლის დადგენას და იმ სამართლებრივი ბრძოლის ბოლომდე მიყვანას, რომელიც მისთვის ჯანმრთელობის, ღირსებისა და სამართლიანობის საკითხს წარმოადგენდა.
მისი გარდაცვალება კი ერთ უმნიშვნელოვანეს გარემოებას, ,,ყასაბი” ექიმის გულდასაწყვეტად, ვერ აუქმებს :
სამართლებრივი დავა არ კვდება მაშინ, როდესაც ადამიანი კვდება.
თუ არსებობს მოთხოვნა, რომელიც სიცოცხლის განმავლობაში სასამართლოში იყო წარდგენილი და რომლის სამართლებრივი შედეგებიც შესაძლებელია კანონით გაგრძელდეს, გარდაცვალება ავტომატურად ვერ აქცევს დავას უაზროდ და ვერ შლის პასუხისმგებლობის საკითხს.
როსტომ ბაქრაძის ოჯახისათვის კი ეს უკვე მხოლოდ სამართლებრივი პროცესი აღარ არის.
ეს არის ბრძოლა იმ ადამიანის სახელით, რომელიც თავად ვეღარ ისაუბრებს.
როგორც ჩვენს მკითხველს ახსოვს, როსტომ ბაქრაძეს – ოტორინოლარინგოლოგმა მიხეილ ხუჯაძემ ჩაუტარა ოპერაცია, რაც მოცულობით სულ სხვა იყო, ვიდრე დაგეგმილი, ჩატარდა სწორი დიაგნოსტიკის გარეშე და არ ჩატარებულა ქირურგის მიერ, რაც ასეთი ტიპის ოპერაციისას სავალდებულოა. ამან კი გამოიწვია ის ტრაგიკული შედეგი, რამაც როსტომის სიცოცხლე შეიწირა არასრულ 10 თვეში.
ქონებაზე დაწესებული შეზღუდვები – სამართლებრივი პროცესი, რომელიც გრძელდება :
საქმეზე მიღებული სასამართლო განჩინებების საფუძველზე საჯარო რეესტრში უკვე აისახა შესაბამისი სამართლებრივი შეზღუდვები ექიმ მიხეილ ხუჯაძის საკუთრებაში არსებულ დიდძალ ქონებასა და წილებთან დაკავშირებით.
კერძოდ :
ბაკურიანში მდებარე უძრავ ქონებაზე დარეგისტრირდა გასხვისებისა და იპოთეკით დატვირთვის აკრძალვა;
სოფელ შინდისში მდებარე ქონებაზე დაწესდა შესაბამისი სამართლებრივი შეზღუდვა;
შპს „ფრანგულ-გერმანული ხუჯაძე-გოგნიაშვილის ყელ-ყურ-ცხვირის კლინიკის“ 33%-იან წილზე დარეგისტრირდა ყადაღა და გასხვისების აკრძალვა და ა.შ.
( სულ დაყადაღებულია ოტორინოლარინგოლოგ მიხეილ ხუჯაძის კუთვნილი ორი მილიონი ლარის უძრავი ქონება და პროპორციული წილი კლინიკაში ).
ეს გარემოებები თავისთავად არ ნიშნავს პირის საბოლოო სამოქალაქო ან სისხლისსამართლებრივი ბრალეულობის დადგენას, თუმცა ისინი ცხადყოფს, რომ საქმე სასამართლოსთვის სამართლებრივად რეალურ და მნიშვნელოვან დავას წარმოადგენს და უზრუნველყოფის სამართლებრივი მექანიზმები უკვე ამოქმედებულია.
და სწორედ აქ ჩნდება მთავარი კითხვა :
რამდენად შორს შეიძლება წავიდეს პასუხისმგებლობისგან თავის არიდება მაშინ, როდესაც მეორე მხარეს უკვე სიცოცხლე მოისპო სწორედ ამ ექიმისა და ამ კლინიკის ,,მკურნალობის” შედეგად ?
როცა ექიმის შეცდომის ფასი მხოლოდ ფული აღარ არის….
სამედიცინო დავაში ყველაზე მძიმე შეცდომა მხოლოდ არასწორი დიაგნოზი ან არასწორად ჩატარებული პროცედურა არ არის.
ყველაზე მძიმე შეიძლება გახდეს ის მომენტი, როდესაც ადამიანი საკუთარ თავს ეკითხება :
„რატომ არავინ მომისმინა ?“
რატომ არ აუხსნეს ოჯახს ყველაფერი ?
რატომ ვერ მიიღეს დროული გადაწყვეტილება ?
რატომ დარჩა კითხვები პასუხგაუცემელი ?
რატომ უნდა ებრძოლოს პაციენტი და მისი ოჯახი წლების განმავლობაში იმ ადამიანებსა და სისტემას, რომელსაც თავიდანვე ნდობით მიმართეს ?
და თუ პაციენტი საბოლოოდ გარდაიცვალა, როგორც როსტომის შემთხვევაში, ვინ უპასუხებს იმ კითხვებს, რომლებზეც პასუხი მის სიცოცხლეში ვერ მიიღო ?
ეს კითხვები როსტომ ბაქრაძის საქმეში განსაკუთრებით მძიმეა, რადგან დღეს მათზე პასუხის მოთხოვნა უკვე გარდაცვლილი ადამიანის სახელით ხდება.
პროფესიონალიზმი იქ მთავრდება, სადაც პასუხისმგებლობისგან გაქცევა იწყება :
ექიმის პროფესიული ავტორიტეტი არ იქმნება კლინიკის სახელწოდებით, კაბინეტის კარებზე მითითებული ტიტულებით ან დიპლომებით.
პროფესიონალიზმი ყველაზე მეტად მაშინ ჩანს, როდესაც რაღაც არასწორად ხდება.
როდესაც პაციენტი ზიანდება.
როდესაც ოჯახს კითხვები უჩნდება.
როდესაც სამედიცინო გადაწყვეტილების სისწორე საეჭვო ხდება.
და განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე სასამართლომდე მიდის.
სწორედ ასეთ დროს უნდა ჩანდეს ექიმის პროფესიული ღირსება – მზადყოფნა, რომ ყველა კითხვას გაეცეს პასუხი, ყველა გარემოება იყოს გამჭვირვალე და, თუ დადგინდა შეცდომა ან დარღვევა, პასუხისმგებლობა უნდა იქნეს აღებული.
პასუხისმგებლობისგან გაქცევა პროფესიონალიზმი არ არის.
პაციენტის ოჯახის წინააღმდეგ აგრესიული ტონი პროფესიონალიზმი არ არის.
მუქარა, ზეწოლა ან დაშინების მცდელობა, თუ ასეთი ფაქტები დადასტურდება, პროფესიული ღირსების გამოხატულება ვერ იქნება.
მით უფრო მაშინ, როდესაც მეორე მხარეს დგას გარდაცვლილი ადამიანის ოჯახი.
როსტომ ბაქრაძის შემდეგ დარჩა არა მხოლოდ საფლავი – დარჩა კითხვები :
როსტომ ბაქრაძის გარდაცვალებამ ოჯახს წაართვა ადამიანი.
სამართლებრივმა პროცესმა კი საზოგადოებას დაუტოვა კითხვები.
კითხვები ექიმების პროფესიულ პასუხისმგებლობაზე.
კითხვები პაციენტის უფლებების დაცვის რეალურ ხარისხზე.
კითხვები სამედიცინო შეცდომებზე რეაგირების მექანიზმების ეფექტიანობაზე.
და, რაც ყველაზე მძიმეა, კითხვა, თუ რამდენად შეუძლია რიგით მოქალაქეს საკუთარი სიმართლის დაცვა მაშინ, როდესაც მის მოპირდაპირე მხარეს დგანან ფინანსური, პროფესიული და ინსტიტუციური რესურსის მქონე პირები. ისეთები როგორიცაა მიხეილ ხუჯაძე და მის სამსახურში ჩამდგარი ზვიად კორძაძის იურიდიული ოფისი, ისევე როგორც ,,ხუჯაძე-გოგნიაშვილის” კლინიკის მაჟორიტარი მეწილე ივანე ( ივა ) ქევანიშვილი, რომელიც ამ თემაზე პირველი მასალის გასვლის შემდეგ რედაქციას ემუქრებოდა და აგრესიულად შეურაცხყოფას აყენებდა.
როსტომ ბაქრაძემ ეს ბრძოლა სიცოცხლეშივე დაიწყო.
დღეს კი მისი გაგრძელება სხვებს უწევთ.
ოჯახს.
მის წარმომადგენლებს.
და იმ სამართლებრივ სისტემას, რომელმაც უნდა დაადგინოს, რა მოხდა სინამდვილეში.
ერთი რამ უკვე შეუძლებელია – როსტომის გაჩუმება….
როსტომ ბაქრაძე ვეღარ ისაუბრებს.
ვერ მოყვება, რას გრძნობდა.
ვერ დაასახელებს იმ ადამიანებს, რომელთაგანაც დახმარებას ელოდა.
ვერ დასვამს იმ კითხვებს, რომლებიც სიცოცხლის ბოლო ეტაპზე მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო.
მაგრამ მისი გარდაცვალება ვერ უნდა ნიშნავდეს იმას, რომ ეს კითხვებიც უნდა დაიმარხოს.
სწორედ ამიტომ არის აუცილებელი, სამართლებრივი პროცესი გაგრძელდეს კანონით დადგენილი წესით და დადგინდეს ყველა ფაქტობრივი გარემოება, მათ შორის არსებობდა თუ არა სამედიცინო შეცდომა, დაირღვა თუ არა პროფესიული სტანდარტი, იყო თუ არა მიზეზობრივი კავშირი შესაძლო დარღვევასა და დამდგარ შედეგს შორის და, საბოლოოდ, ვის და რა მოცულობით ეკისრება პასუხისმგებლობა.
სასამართლომ უნდა გასცეს პასუხი იქ, სადაც სიტყვიერი დაპირისპირება და ერთმანეთის დადანაშაულება უკვე აღარ არის საკმარისი.
ეს მხოლოდ ერთი ადამიანის საქმე აღარ არის – როსტომ ბაქრაძის საქმე გაცილებით ფართო პრობლემას აჩენს.
ეს არის კითხვა, რომელიც შეიძლება ნებისმიერ პაციენტს შეეხოს :
რა ხდება მაშინ, როდესაც ექიმის ხელში მინდობილი სიცოცხლის შემდეგ პაციენტი ან მისი ოჯახი თვლის, რომ მათ უსამართლოდ მოექცნენ ?
სად უნდა ეძებონ პასუხი ?
ვის უნდა მიმართონ ?
ვინ უნდა გამოიკვლიოს ექიმის მოქმედება ?
და რამდენად ეფექტიანად უნდა დაიცვას სახელმწიფომ ის ადამიანი, რომელიც სამედიცინო პროფესიონალს საკუთარ სიცოცხლეს ანდობს ?
თუ დადგინდა, რომ სამედიცინო პროფესიონალმა საკუთარი პროფესიული მოვალეობა დაარღვია და ამ დარღვევას მძიმე შედეგი მოჰყვა, პასუხისმგებლობა უნდა იყოს არა ფორმალური, არამედ რეალური და კანონით განსაზღვრული.
სწორედ ეს არის სამართლებრივი სახელმწიფოს არსი :
არც დამნაშავე უნდა დარჩეს დაუსჯელი და არც უდანაშაულო უნდა გამოცხადდეს დამნაშავედ.
როსტომ ბაქრაძის საქმეს ახლა ემოციური შეფასებების გარდა ყველაზე მეტად სჭირდება ერთი რამ :
სიმართლე.
და სიმართლე, რაც არ უნდა მძიმე აღმოჩნდეს იგი ნებისმიერი მხარისთვის, უნდა დადგინდეს ბოლომდე.
რადგან როსტომ ბაქრაძე ვეღარ იბრძოლებს.
მაგრამ მისი საქმის პასუხგაუცემელი კითხვები ჯერ კიდევ ცოცხალია და მისი ოჯახი ამ კითხვებს ხმამაღლა და მთელი საქართველოს გასაგებად დასვამს.
( გაგძელება იქნება )
ქეთი ხომერიკი
,,GEO NEWS”





