• October

    17

    2026
  • 36
  • 0
დონალდ ტრამპი ვოლოდიმირ ზელენსკის გადადგომის შესახებ დასმულ კითხვაზე პასუხისას აცხადებს, რომ უახლოეს მომავალში გარკვეულ „დეტალებს“ გამოაქვეყნებს

დონალდ ტრამპი ვოლოდიმირ ზელენსკის გადადგომის შესახებ დასმულ კითხვაზე პასუხისას აცხადებს, რომ უახლოეს მომავალში გარკვეულ „დეტალებს“ გამოაქვეყნებს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ვოლოდიმირ ზელენსკის გადადგომის შესახებ კითხვაზე პასუხისას განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში გარკვეულ „დეტალებს“ გამოაქვეყნებს.

ჟურნალისტმა დონალდ ტრამპს შეახსენა, რომ რუსეთის ნავთობის გადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინის დარტყმებს სირცხვილი უწოდა და ჰკითხა: „თქვენ გსურთ, რომ ზელენსკი წავიდეს. დაგავიწყდათ, რომ ომი პრეზიდენტმა პუტინმა დაიწყო?“ ტრამპმა კითხვას არ უპასუხა და აღნიშნა, რომ მისთვის ცნობილია დეტალები, რომელთაც მომავალში გამოაქვეყნებს.

„მე, ერთის გარდა, არაფერი მაინტერესებს: მინდა, ეს ომი საბოლოოდ დასრულდეს. საშუალოდ, თვეში 25 000 ჯარისკაცი იღუპება. გასულ თვეში 32 000 დაიღუპა. ვფიქრობ, ორივე ლიდერსაც, რომლებთანაც ვსაუბრობ, სურს ომის დასრულება და ვფიქრობ, ის დასრულდება. სხვა არაფერი მადარდებს“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor