• October

    24

    2026
  • 100
  • 0
„GEO NEWS“-ის განცხადება დიტო ჩუბინიძის საქმესთან დაკავშირებით – კატეგორიულად არ ვეთანხმებით იმ მოსაზრებას, რომ ჩუბინიძე ივანიშვილის პირადი პატიმარია ! 

„GEO NEWS“-ის განცხადება დიტო ჩუბინიძის საქმესთან დაკავშირებით – კატეგორიულად არ ვეთანხმებით იმ მოსაზრებას, რომ ჩუბინიძე ივანიშვილის პირადი პატიმარია ! 

„GEO NEWS“-ის განცხადება დიტო ჩუბინიძის საქმესთან დაკავშირებით !

გუშინ, ,,GEO NEWS“-ის წარმომადგენლები, ქეთი ხომერიკი და ირაკლი კერესელიძე, დაესწრნენ ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების სასამართლო პროცესს, რომლის შედეგადაც მას სამწუხაროდ, ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.

„GEO NEWS“ ვერ დაეთანხმება დიტო ჩუბინიძის ადვოკატის, ზაზა ხატიაშვილის, განცხადებას იმის შესახებ, თითქოს დიტო ჩუბინიძე ბიძინა ივანიშვილის პატიმარია.

ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამგვარი პოლიტიკური შეფასებები უსაფუძვლოა და სასამართლო პროცესის პოლიტიკურ ბრალდებათა არენად ქცევას ემსახურება.

სამწუხაროდ, ვფიქრობთ, თავად დიტო ჩუბინიძეც შესაძლოა შეცდომაში იყოს შეყვანილი და თავისი ადვოკატის პოლიტიკური რიტორიკის გავლენით არასწორ მიმართულებას ირჩევდეს.

ჩვენი აზრით, სასამართლო პროცესის პოლიტიზება დიდი შეცდომაა, რომელიც საქმის ობიექტურად განხილვასა და სამართლებრივი შედეგის მიღწევას ხელს ვერ შეუწყობს.

დიტო ჩუბინიძეს ვუსურვებთ ჯანმრთელობას, სიმტკიცესა და მალე თავისუფლებას.

იმედი გვაქვს, იგი დროთა განმავლობაში გააცნობიერებს პოლიტიკური დაპირისპირების გზის უპერსპექტივობას და უპირატესობას სამართლებრივი პროცესის ფარგლებში საკუთარი უფლებების დაცვას მიანიჭებს.

„GEO NEWS“ – ფაქტების, სამართლებრივი შეფასებისა და პასუხისმგებლიანი საზოგადოებრივი დისკუსიის მხარეს დგას.

ჩვენ მიგვაჩნია, რომ დიტო საკუთარ ჟურნალისტურ მოვალეობას ასრულებდა და დანაშაული როგორც აცხადებენ, გამიზნულად არ ჩაუდენია.ა მიტომაც ვფიქრობთ, რომ ისიც და მისი ოჯახიც გააცნობიერებენ დაცვის სტრატეგიის ცვლილების აუცილებლობას.

დიტოს და მის ოჯახს მხნეობას და ჯანმრთელობას ვუსურვებთ.

P.S. ამ განცხადების გავრცელების შემდეგ ატყდა ერთი ამბავი, აი, ქეთი ხომერიკმა დიტო ჩუბინიძეს უღალატაო, და ცოტა კარგად ხომ არიან ზოგ-ზოგიერთები ?

დიტო ჩუბინიძე, რომ ჟურნალისტური საქმიანობის გამო არის დაკავებული, ამაზე არც ერთი გონიერი ადამიანი არ დავობს და ჩვენს განცხადებას თუ კარგად წაიკითხავთ, იმასაც მიხვდებით რამდენად გული შეგვტკივა დიტოზე, თუმცა, ზოგ-ზოგიერთებისგან განსხვავებით, იმასაც ვხვდებით, რომ ფსევდო პოლიტიზაციით შედეგი არ მიიღწევა.

რეალურ გულშემატკივარს დიტოს გლდანის ციხიდან გამოყვანა უნდა სურდეს და არა მის ხარჯზე სოციალურ ქსელში ქულების დაწერა და თავის მოწონება.

ჩვენ საკითხს პრაგმატულად ვუყურებთ და ვთვლით, რომ დიტოს გადარჩენა სწორი სამართლებრივი სტრატეგია და ობიექტური ჭეშმარიტების დანახვააა, რაც იმას გულისხმობს, რომ პოლიტიკურ სპეკულაციაზე სრულად უნდა ითქვას უარი. თუ ამისთვის ჩვენი ჩაქოლვა გსურთ, დიტოს მეგობრები კი არა, პოპულისტები ყოფილხართ.

და ბოლოს, საკითხავი ის ნამდვილადაა – ვინ სწირავს დიტოს – ჩვენ ადამიანები, ვინც პრაგმატული სამართლებრივი გამოსავლის მონახვას ვცდილობთ არსებული მყარი რეალობის ფონზე, თუ ის ხალხი, ვინც სასამართლო დარბაზში ან მის გარეთ დიტოს ივანიშვილის ტყვედ მოიხსენიებენ, ამით ,,ნაციონალების” და დესტრუქციულების ფრონტზე პლიუსებს იწერენ ( თივას იფენენ ), და დე-ფაქტოდ დიტოს ხანგრძილვი პატიმრობისთვის სწირავენ ?!

ჩვენთვის მთავარი იმ იმედების გამართლებაა, რომელიც დიტოს ასაკოვანი დედის თვალებში ფარულ ნათებად კიაფობს და არა ის, რომ მისი შვილის მრავალწლიანი სასჯელისათვის გაწირვით, ეს სათნო ადამიანი ზედ მივაყილოთ.

თუ შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლები შეიქმნება, გვაქვს იმის რწმენა, რომ საქართველოს პროკურატურა დიტოს მიმართაც გადმოდგამს იმ ჰუმანურ ნაბიჯს, რაც ამ დრომდე მრავალი სხვა მსჯავრდებულის მიმართ იქნა გადმოდგმული.

ქეთი ხომერიკი, ირაკლი კერესელიძე

,,GEO NEWS”

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor