• October

    24

    2026
  • 59
  • 0
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსმა ანზორ ჩუბინიძემ მონაწილეობა მიიღო ჩინეთის სახალხო შეიარაღებული პოლიციის ძალების (PAP) მიერ ორგანიზებულ მე-6 საერთაშორისო ანტიტერორისტულ ფორუმში

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსმა ანზორ ჩუბინიძემ მონაწილეობა მიიღო ჩინეთის სახალხო შეიარაღებული პოლიციის ძალების (PAP) მიერ ორგანიზებულ მე-6 საერთაშორისო ანტიტერორისტულ ფორუმში

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსმა ანზორ ჩუბინიძემ მონაწილეობა მიიღო ჩინეთის სახალხო შეიარაღებული პოლიციის ძალების (PAP) მიერ ორგანიზებულ მე-6 საერთაშორისო ანტიტერორისტულ ფორუმში – „დიდი კედელი-2026“, რომელიც ქ. პეკინში გაიმართა.

ფორუმი ფოკუსირებული იყო ტერორიზმთან ბრძოლის პრაქტიკული თანამშრომლობისა და ანტიტერორისტული შესაძლებლობების განვითარების საკითხებზე და მოიცავდა ისეთ თემებს, როგორიცაა : ტერორიზმთან ბრძოლის პრაქტიკული თანამშრომლობის განვითარება, ტერორისტული საქმიანობის ტენდენციები და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის შესაძლებლობების განვითარება უპილოტო ხელოვნური ინტელექტის კონტექსტში, ასევე სტრატეგიული მნიშვნელობის სამიზნეებზე და სასაზღვრო რაიონებში ტერორისტული თავდასხმების წინააღმდეგ ბრძოლა, მისი პრევენცია და ინფილტრაციის საწინააღმდეგო ღონისძიებები.

ფორუმის საზეიმო გახსნის ცერემონიაზე ანზორ ჩუბინიძემ მონაწილეებს სიტყვით მიმართა და თანამედროვე სწრაფად ცვალებად სამყაროში ტერორიზმის გამოვლინების ფორმებს, ტექნოლოგიური პროგრესის ახალ შესაძლებლობებსა და მათთან დაკავშირებული რისკების ტენდენციებს შეეხო. ანზორ ჩუბინიძემ მიმართვაში აღნიშნა, რომ ტერორიზმის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლა მოითხოვს ძლიერ ეროვნულ შესაძლებლობებს, მჭიდრო საერთაშორისო თანამშრომლობასა და დროულ კოორდინაციას. მან მადლობა გადაუხადა ფორუმის ორგანიზატორებს და აღნიშნა, რომ ფორუმი წარმოადგენდა პროფესიული დიალოგის, გამოცდილების გაზიარებისა და ერთობლივი მიდგომის ჩამოყალიბების კარგ საშუალებას.

ანტიტერორისტული ფორუმის ფარგლებში, ანზორ ჩუბინიძემ მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიასა და თემატურ შეხვედრებში – ასევე, დაათვალიერა და გაეცნო მაღალტექნოლოგიური კომპანიების მიერ წარმოებულ უსაფრთხოების სისტემებს.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსმა ანზორ ჩუბინიძემ შეხვედრა გამართა საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრის მოადგილე, სპეციალური დაცვის ბიუროს დირექტორ ლინგ ჭიფენთან. ორმხრივი შეხვედრისას საუბარი შეეხო პროფესიული ურთიერთობისა და მომავალი თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებს.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor