• October

    26

    2026
  • 52
  • 0
საფრანგეთის შს მინისტრი აცხადებს, რომ ქვეყანაში კომენდანტის საათი ძალაში დარჩება, უქმეებზე კი 1 435 ადამიანი დააკავეს

საფრანგეთის შს მინისტრი აცხადებს, რომ ქვეყანაში კომენდანტის საათი ძალაში დარჩება, უქმეებზე კი 1 435 ადამიანი დააკავეს

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, ლორან ნუნიესის განცხადებით, ქვეყანაში კომენდანტის საათთან დაკავშირებული შეზღუდვები მომდევნო დღეებშიც შენარჩუნდება.

ამის შესახებ ლორან ნუნიესმა BFMTV-ს ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ 24 ოქტომბრის მასშტაბურმა საპროტესტო აქციებმა სამართალდამცველების კონტროლის ქვეშ ჩაიარა, ქვეყანაში ვითარების არსებითი ცვლილება უახლოეს დღეებში მოსალოდნელი არ არის.

შინაგან საქმეთა მინისტრის განმარტებით, კომენდანტის საათის დაწესების ან გახანგრძლივების შესახებ გადაწყვეტილებებს ადგილობრივი ხელისუფლება და პრეფექტები კონკრეტული ვითარების გათვალისწინებით მიიღებენ.

ლორან ნუნიესის ინფორმაციით, უქმეებზე საპროტესტო აქციების დროს საფრანგეთის მასშტაბით 1 435 ადამიანი დააკავეს, დაშავდა 267 სამართალდამცველი, მათგან სამი – მძიმედ.

მინისტრის შეფასებით, დაშავებულია 250-ზე მეტი დემონსტრანტიც.

ნუნიესის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ 24 ოქტომბრის აქციებზე სერიოზული ინციდენტები არ დაფიქსირებულა, სამართალდამცველების წინააღმდეგ ძალადობის დონე კვლავ მაღალია. მინისტრი ძალადობრივ დაპირისპირებაში ულტრამემარცხენე ჯგუფების წარმომადგენლებს ადანაშაულებს, რომლებიც, მისი თქმით, საპროტესტო მსვლელობებს შეუერთდნენ და პოლიციასთან შეტაკებას ცდილობდნენ.

საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ საზოგადოებრივი წესრიგის დასაცავად უსაფრთხოების გამკაცრებული ზომები მომდევნო დღეებშიც შენარჩუნდება.

ამასთან, საფრანგეთის მთავრობა უსაფრთხოების ზომებს წარმატებულად აფასებს. მთავრობის პრესსპიკერმა, მოდ ბრეჟონმა RTL-ის ეთერში განაცხადა, რომ შაბათ-კვირის მოვლენების დროს სახელმწიფომ ვითარებაზე კონტროლის შენარჩუნება შეძლო.

„ამ შაბათ-კვირას სახელმწიფომ უპირატესობა მოიპოვა. სახელმწიფო ძლიერი იყო, რადგან ხელისუფლება წინასწარ მოემზადა დემონსტრაციებისა და შესაძლო ძალადობისთვის. ჩვენ შევძელით აქციების ჩატარების დაშვება და მათი რეგულირება, როგორც ეს ნებისმიერ განვითარებულ დემოკრატიაში უნდა ხდებოდეს“, – განაცხადა მოდ ბრეჟონმა.

მისივე თქმით, ვითარების კონტროლი 70 ათასი პოლიციელისა და ჟანდარმის მობილიზებითა და ხელისუფლების მიერ წინასწარ მიღებული ზომებით გახდა შესაძლებელი.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor