• October

    29

    2026
  • 28
  • 0
„ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე 4 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

„ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე 4 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

„ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე 4 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლომ მიიღო.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, დიტო ჩუბინიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული, ადვოკატებმა სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს.

ცნობისთვის, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სამშობლოს ღალატის, კერძოდ, საბოტაჟის ბრალდებით, სასამართლო განჩინების საფუძველზე, გაზეთ „ასავალ-დასავალის“ წარმომადგენელი დომენტი (დიტო) ჩუბინიძე 22 ოქტომბერს დააკავა.

გამოძიების ინფორმაციით, 2026 წლის თებერვლიდან დომენტი ჩუბინიძე სხვადასხვა მედიასაშუალების და სოციალური პლატფორმის გამოყენებით სისტემატურად ავრცელებს ცრუ და დეზინფორმაციულ ცნობებს და გამოგონილ ფაქტებზე დაყრდნობით ამტკიცებს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მეზობელ სახელმწიფოსთან გაფორმებული საიდუმლო ხელშეკრულებით აზერბაიჯანის რესპუბლიკას გადასცა დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ნაწილი.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor