• October

    29

    2026
  • 41
  • 0
დონალდ ტრამპი – ვფიქრობ, ეს საპრეზიდენტო არჩევნები ბრაზილიელი ხალხისთვის ძალიან დიდი სირცხვილი იყო

დონალდ ტრამპი – ვფიქრობ, ეს საპრეზიდენტო არჩევნები ბრაზილიელი ხალხისთვის ძალიან დიდი სირცხვილი იყო

ვფიქრობ, ეს არჩევნები ბრაზილიელი ხალხისთვის ძალიან დიდი სირცხვილი იყო, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, არჩევნებს თვალს ადევნებდა, თუმცა არცერთი მხარე არ დაუჭერია.

„არ ჩავერიე. მოქმედმა პრეზიდენტმა მთხოვა, რომელიმე მხარე არ დამეჭირა. მეც არ დამიჭერია, მაგრამ როცა ვუყურებ, რა მოხდა ბრაზილიაში… ბაზარს თუ შევხედავთ, ბაზარი ხომ სრულიად ჩამოიშალა. ვფიქრობ, ეს ბრაზილიისთვის ძალიან სამარცხვინო ვითარება იყო“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

ცნობისთვის, ბრაზილიის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მემარცხენე პრეზიდენტმა, ლუის ინასიუ ლულა და სილვამ კონსერვატორი კონკურენტი ფლავიო ბოლსონარუ დაამარცხა. ოფიციალური შედეგების მიხედვით, ლულამ ხმების 52% მიიღო, ბოლსონარუმ კი – 48%. აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ბრაზილიის საპრეზიდენტო არჩევნები, სავარაუდოდ, გაყალბებული იყო.

ამასთან, „სიენენმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბრაზილიის საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხების შემდეგ მემარჯვენე კანდიდატი ფლავიო ბოლსონარუ აშშ-ში გაემგზავრა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor