• October

    30

    2026
  • 54
  • 0
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსი მერაბ გამყრელიძე იტალიის საელჩოს პოლიციის ატაშეს, ანდრეა ჩილენტოს შეხვდა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსი მერაბ გამყრელიძე იტალიის საელჩოს პოლიციის ატაშეს, ანდრეა ჩილენტოს შეხვდა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა, მერაბ გამყრელიძემ საქართველოში იტალიის რესპუბლიკის საელჩოს პოლიციის ატაშესთან, ანდრეა ჩილენტოსთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საფინანსო-ეკონომიკური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში არსებული გამოწვევები და სამართალდამცავ უწყებებს შორის საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერების შესაძლებლობები.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო იტალიელი კოლეგების გამოცდილების გაზიარებას, უწყებებს შორის აქტიური კომუნიკაციის განვითარებასა და პროფესიული ცოდნის გაღრმავების მიზნით სასწავლო კურსებში მონაწილეობას.

შეხვედრას ესწრებოდნენ საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილე დავით არდაზიშვილი და საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსი ანა ლურსმანაშვილი.

მხარეები შეთანხმდნენ, გააგრძელონ მუშაობა ერთობლივი აქტივობების დაგეგმვაზე, რაც საქართველოსა და იტალიის რესპუბლიკის შესაბამის უწყებებს შორის პროფესიული თანამშრომლობის განვითარებას შეუწყობს ხელს.

ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. 

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor