• November

    2

    2026
  • 33
  • 0
ირაკლი კობახიძე – რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენაზე არსებობს ბარიერი, ჩვენი ქვეყნის 20 პროცენტის ოკუპაცია, ჩვენი მიზანია, გავაძლიეროთ კომუნიკაციის არხი, ვმუშაობთ, მათ შორის, სავაჭრო-ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ საკითხებზე

ირაკლი კობახიძე – რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენაზე არსებობს ბარიერი, ჩვენი ქვეყნის 20 პროცენტის ოკუპაცია, ჩვენი მიზანია, გავაძლიეროთ კომუნიკაციის არხი, ვმუშაობთ, მათ შორის, სავაჭრო-ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ საკითხებზე

დიპლომატიურ ურთიერთობებზე ჩვენი პოზიცია არის მკაფიო, ამ ურთიერთობების აღდგენას, სამწუხაროდ აქვს კონკრეტული ბარიერი, ეს ბარიერი თუ აღარ იქნება, ამ შემთხვევაში ბუნებრივია, მზად ვართ საუბრისთვის, მაგრამ დღემდე არსებობს ბარიერი და ეს ბარიერი არის ჩვენი ქვეყნის 20 პროცენტის ოკუპაცია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ რუსეთთან დიპლომატიურ ურთიერთობებზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილის დანიშვნა იყო ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი.

„ჩვენი მიზანია, ბუნებრივია, გავაძლიეროთ ჩვენი კომუნიკაციის არხი. სხვადასხვა მიმართულებით ვმუშაობთ, მათ შორის არის სავაჭრო-ეკონომიკური საკითხები, ჰუმანიტარული საკითხები. მინდა, გითხრათ, რომ უკვე ძალიან ეფექტურად დაიწყო მუშაობა ბატონმა გიორგი ზურაბიშვილმა და მიმართულებით გაგრძელდება მუშაობა. ​ეს ჩვენი საქმეა, ბუნებრივია, ეს არის სახელმწიფო საქმე, სახელმწიფო მუშაობს და ამ მუშაობას ექნება კონკრეტული პრაქტიკული შედეგები“, – განაცხადა პრემიერმა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor