
- By Keti Khomeriki
- In სამართალი
სამართალდამცველებმა აჭარაში ორი კილოგრამი „მეთადონი“ ამოიღეს, დაკავებულია უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ჯგუფურად, უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს.
შსს-ს ცნობით, სამართალდამცველებმა ბათუმში ბრალდებულების პირადი ჩხრეკისას განსაკუთრებით დიდი ოდენობით, ორი კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.
„პოლიციამ ნარკოდანაშაულში ჯგუფურად ჩართული ორი პირი ბრალდებულის სახით დააკავა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – აღნიშნულია, ინფორმაციაში.





