• November

    12

    2026
  • 35
  • 0
ირაკლი კობახიძე – დუბლინში გვაქვს ბევრ ლიდერთან გასაუბრების საშუალება, ხანდახან ეს საუბრები ხანმოკლე, მაგრამ, ყველა შემთხვევაში, ძალიან ღირებულია

ირაკლი კობახიძე – დუბლინში გვაქვს ბევრ ლიდერთან გასაუბრების საშუალება, ხანდახან ეს საუბრები ხანმოკლე, მაგრამ, ყველა შემთხვევაში, ძალიან ღირებულია

აქ გაქვს საშუალება, ბევრ ლიდერს გაესაუბრო. ხანდახან ეს საუბრები ხანმოკლეა, მაგრამ, ყველა შემთხვევაში, ძალიან ღირებული. ეს სამიტი გვაძლევს საშუალებას, მრავალრიცხოვან ლიდერებს ვესაუბროთ ევროპის მასშტაბით და მაქსიმალურად გამოვიყენებთ ამ შესაძლებლობას“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ვმონაწილეობთ ევროპული პოლიტიკური თანამეგობრობის სამიტში, გვექნება გამოსვლა მრგვალი მაგიდის ფორმატში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ირლანდიაში განუცხადა, სადაც ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-9 სამიტში მონაწილეობს.

მთავრობის მეთაურის თქმით, სამიტის ფარგლებში გაიმართება ორმხრივი შეხვედრები.

„ვმონაწილეობთ ევროპული პოლიტიკური თანამეგობრობის სამიტში. გვექნება გამოსვლა მრგვალი მაგიდის ფორმატში და ამ ფორმატს ვიყენებთ ხოლმე ასევე ორმხრივი შეხვედრებისთვის, ლიდერებთან გასაუბრებისთვის. ასეთ რეჟიმში წარიმართება ეს სამიტიც. უამრავი გამოწვევაა კონტინენტის მასშტაბით, მათ შორის უსაფრთხოების კუთხით. ნარკოტიკები არის ერთ-ერთი აქტუალური თემა. რაც შეეხება მრგვალი მაგიდის ფორმატს, ის ეძღვნება ევროპაში დემოკრატიის მდგომარეობას. ყველა თემასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, გამოვხატავთ ჩვენს პოზიციას, მათ შორის ვეცდებით, საქართველოს პერსპექტივიდან დავანახოთ ჩვენს ევროპელ მეგობრებს არსებული ვითარება და არსებული ტენდენციები. აქ გაქვს საშუალება, ბევრ ლიდერს გაესაუბრო. ხანდახან ეს საუბრები ხანმოკლეა, მაგრამ, ყველა შემთხვევაში, ძალიან ღირებული. ეს სამიტი გვაძლევს საშუალებას, მრავალრიცხოვან ლიდერებს ვესაუბროთ ევროპის მასშტაბით და მაქსიმალურად გამოვიყენებთ ამ შესაძლებლობას“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ამასთან, როგორც კობახიძემ აღნიშნა, დაკავშირებადობის კუთხით საქართველოს როლი არის საკვანძო.

„სამხრეთ კავკასია და კონკრეტულად საქართველო რჩება ერთადერთ სახმელეთო კარიბჭედ რეალურად აღმოსავლეთის მიმართულებით. ჩვენ მაქსიმალურად მზად ვართ, ამ კუთხით თანამშრომლობისთვის ევროპასთან, ევროკავშირთან და ბუნებრივია, ამ თემაზეც ვისაუბრებთ ჩვენ ევროპელ პარტნიორებთან“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor