• November

    13

    2026
  • 25
  • 0
ნინო წილოსანი – ჩინეთში ვიზიტი იყო ძალიან წარმატებული, ყოველ შეხვედრაზე ვგრძნობდით თანამშრომლობის დიდ სურვილს და კონკრეტული გეგმებიც ჟღერდებოდა

ნინო წილოსანი – ჩინეთში ვიზიტი იყო ძალიან წარმატებული, ყოველ შეხვედრაზე ვგრძნობდით თანამშრომლობის დიდ სურვილს და კონკრეტული გეგმებიც ჟღერდებოდა

ჩინეთის განვითარება და პროგრესი ამ ქვეყანას წარმოადგენს, როგორც მსყიდველობითუნარიანობის ნომერ პირველ ეკონომიკას. შესაბამისად, ჩვენ საკმაოდ ბევრი გვაქვს სასწავლიც და თანამშრომლობის ნაწილშიც დიდი რესურსია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნინო წილოსანმა განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს პოლიტიკის შემუშავებისას შეუძლია, ისარგებლოს და გაითვალისწინოს ჩინეთის ხელისუფლების ჭკვიანური გადაწყვეტილებები.

„დაწყებული პოლიტიკური თანამშრომლობიდან, დამთავრებული მაღალტექნოლოგიური ინდუსტრიების მონახულებით, ჩვენი ვიზიტი იყო ძალიან წარმატებული. ყოველ შეხვედრაზე ვგრძნობდით თანამშრომლობის დიდ სურვილს და კონკრეტული გეგმებიც ჟღერდებოდა. ჩინეთის განვითარება და პროგრესი ამ ქვეყანას წარმოადგენს, როგორც მსყიდველობითუნარიანობის ნომერ პირველ ეკონომიკას. შესაბამისად, ჩვენ საკმაოდ ბევრი გვაქვს სასწავლიც და თანამშრომლობის ნაწილშიც დიდი რესურსია. ყოველ წელს საქართველო-ჩინეთს შორის ურთიერთობა უფრო ღრმავდება როგორც სახელმწიფოებს შორის თანამშრომლობით, ასევე ხალხებს შორის და ბიზნესების მიმართულებითაც. სავიზო რეჟიმის გაუქმებამ გაზარდა ტურისტული ნაკადები, ბიზნესებისთვის გახდა უფრო მოქნილი ჩინურ კომპანიებთან ურთიერთობა და თანამშრომლობა.

ჩინეთში ვიზიტმა დაგვანახა, რომ პოლიტიკის შემუშავებისას შეგვიძლია, ვისარგებლოთ ჩინეთის ხელისუფლების ჭკვიანური გადაწყვეტილებებით. ქართულ კომპანიებს მივცეთ საშუალება, რომ როგორც პირდაპირი ფრენებით, ასევე უფრო გამყარებული კავშირებით ჰქონდეთ თანამშრომლობა ჩინურ გიგანტებთან, კომპანიებთან, რომლებმაც მსოფლიოს მასშტაბით დიდ წარმატებას მიაღწიეს“, – განაცხადა წილოსანმა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor