• November

    18

    2026
  • 21
  • 0
გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით პენიტენციურ დაწესებულებებში ამანათების მიღება იწყება

გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით პენიტენციურ დაწესებულებებში ამანათების მიღება იწყება

გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით სპეციალური პენიტენციური სამსახურის დაქვემდებარებაში არსებული ყველა პენიტენციური დაწესებულება ბრალდებულებისთვის/მსჯავრდებულებისთვის დამატებით ამანათების მიღებას იწყებს.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ცნობით, ამანათების მიღება შესაძლებელი იქნება: 20 ნოემბერს – 09:00-დან 18:00 საათამდე; 21 ნოემბერს –  09:00-დან 15:00 საათამდე.

„წარმოგიდგენთ იმ კვების პროდუქტების ჩამონათვალს, რომელთა მიღებაც ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს ამანათის სახით შეუძლიათ: საქონლის ხორცი (შემწვარი ან მოხარშული) – ჯამში, არაუმეტეს 3 კგ; ქათამი (შემწვარი ან მოხარშული) – არაუმეტეს 2 კგ; ყველი – 3 კგ; ხაჭაპური – 3 ცალი; ლობიანი – 3 ცალი; კიტრი – 2 კგ; პომიდორი – 2 კგ; კექსი – 1 ცალი,  კრემისა და ზედაპირზე ყოველგვარი საფარის გარეშე (შაქრის პუდრი, მინანქარი და სხვა ინგრედიენტები).

დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია სპეციალური პენიტენციური სამსახურის ცხელ ხაზზე: 1500.

სპეციალური პენიტენციური სამსახური უზრუნველყოფს ამანათების მიღების პროცესის შეუფერხებლად წარმართვას“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor