• November

    20

    2026
  • 29
  • 0
სულხან თამაზაშვილი – მინდა, მადლობა გადავუხადო შსს-ს თითოეულ თანამშრომელს, ვინც მიიღო მონაწილეობა საგამოძიებო და სამაშველო ღონისძიებებში, ჩვენს გმირ მეხანძრე-მაშველებს, მუნიციპალურ სამსახურებს, მედიის წარმომადგენლებს

სულხან თამაზაშვილი – მინდა, მადლობა გადავუხადო შსს-ს თითოეულ თანამშრომელს, ვინც მიიღო მონაწილეობა საგამოძიებო და სამაშველო ღონისძიებებში, ჩვენს გმირ მეხანძრე-მაშველებს, მუნიციპალურ სამსახურებს, მედიის წარმომადგენლებს

მინდა, მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს, ვინც მიიღო მონაწილეობა საგამოძიებო მოქმედებებში და, აუცილებლად, რა თქმა უნდა, სამაშველო ღონისძიებებში, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ფონიჭალაში, შემთხვევის ადგილზე მყოფმა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, სულხან თამაზაშვილმა განუცხადა.

„აუცილებლად მადლობა უნდა გადავუხადო მუნიციპალურ სამსახურებს და, პირველ რიგში, ჩვენს გმირებს, მეხანძრე-მაშველებს, რომლებმაც მართლაც სანიმუშოდ შეასრულეს დაკისრებული მოვალეობა. მინდა, მადლობა გადავუხადო მედიის წარმომადგენლებს, ჟურნალისტებს, მთელი დღის განმავლობაში გვქონდა თანამშრომლობა და საზოგადოებას ჰქონდა შესაძლებლობა, მთელი დღის განმავლობაში პირდაპირ ეთერში თვალი ედევნებინა მოვლენებისთვის“, – განაცხადა თამაზაშვილმა.

ფონიჭალაში სამაშველო სამუშაოები დასრულდა საავადმყოფოში რჩება ხუთი ადამიანი, მაშველებმა ნანგრევებიდან ექვსი ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს. საცხოვრებელ კორპუსში 19 ნოემბერს მომხდარ გაზის აფეთქებას ნგრევა მოჰყვა. შემთხვევის ადგილიდან თავდაპირველად საავადმყოფოში გადაიყვანეს ოთხი ადამიანი. ნანგრევებში შვიდი ადამიანი იყო მოყოლილი. მაშველებმა ნანგრევებიდან ამოიყვანეს მცირეწლოვანი გოგონა. ექიმების თქმით, გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. დღის მეორე ნახევარში ნანგრევებიდან ექვსი ადამიანის ცხედარი იქნა ამოყვანილი.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor