• November

    20

    2026
  • 31
  • 0
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ე.წ. ევროპული სამეულის წარმომადგენლების მოსკოვში ვიზიტს ამზადებენ

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ე.წ. ევროპული სამეულის წარმომადგენლების მოსკოვში ვიზიტს ამზადებენ

რუსეთი ევროპის „სამეულის“ – საფრანგეთის, გერმანიის და გაერთიანებული სამეფოს წარმომადგენლების ვიზიტს ამზადებს, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა განაცხადა.

„თქვენ ნახეთ, რომ პრეზიდენტმა ჩინეთში ყოფნისას აღნიშნა ჩვენი გადაწყვეტილება ე.წ. ევროპული სამეულის წარმომადგენლების მოსკოვში მოწვევის შესახებ – ეს არის ერთ-ერთი დაუყოვნებელი ნაბიჯი, რომელიც ამჟამად განიხილება და მუშავდება“, – აღნიშნა რიაბკოვმა.

ერთი დღით ადრე პუტინმა შენჭენში, აზია წყნარი ოკეანეთის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე დაადასტურა, რომ რუსეთმა ევროკავშირის წარმომადგენლები მოსკოვში მიიწვია, რათა უკრაინაში კონფლიქტის მოგვარებასთან დაკავშირებით თავიანთი პოზიცია განემარტათ. პუტინის თქმით, ევროპელების პოზიციის გარკვევის შემდეგ მოსკოვი განსაზღვრავს კიევთან დიალოგის გაგრძელების ფორმატს.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor