• November

    26

    2026
  • 14
  • 0
ირაკლი კობახიძე რუსეთთან მოლაპარაკებებზე – უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობაში თითქოს არაფერი ცუდი არ არის, მაგრამ ეს ენერგიას მისცემს ოპოზიციას, უამრავ პროვოკაციას მოაწყობენ

ირაკლი კობახიძე რუსეთთან მოლაპარაკებებზე – უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობაში თითქოს არაფერი ცუდი არ არის, მაგრამ ეს ენერგიას მისცემს ოპოზიციას, უამრავ პროვოკაციას მოაწყობენ

უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობაში თითქოს არაფერი ცუდი არ არის, მაგრამ მარტივად შეგიძლიათ, განჭვრიტოთ, ვის წისქვილზე შეიძლება დაასხას წყალი დღევანდელ ვითარებაში ასეთმა ინიციატივებმა. ეს ენერგიას მისცემს ოპოზიციას, უამრავ პროვოკაციას მოაწყობენ. შესაბამისად, შეიძლება, მიმართული იყოს მოქმედი ხელისუფლების ინტერესების წინააღმდეგ. ჩვენ გვაქვს კითხვის ნიშნები და იმედი მაქვს, ეს კითხვის ნიშნები ავა ხელისუფლების მაღალ ეშელონებამდე და შეიცვლება დამოკიდებულება, ეს ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნლოვანია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ რუსეთთან მოლაპარაკებებთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, დიალოგის შენარჩუნება აუცილებელია.

„სპეცწარმომადგენელმა გამოყო სამი კატეგორიის საკითხები, ეს იყო ღვინოსთან დაკავშირებული საკითხები, ასე ვთქვათ, ნეგატიური საკითხი, რაც საჭიროებს სასწრაფო გადაჭრას და ჩვენ მოთმინებით დაველოდებით ამ საკითხის გადაჭრას. ასევე იყო მთელი რიგი ტექნიკური საკითხები, რასთან დაკავშირებითაც ჩვეულებრივად გაგრძელდება საუბარი. ამასთან ერთად იყო, ასე დავარქვათ, პოზიტიური საკითხები, თუმცა აქაც განმარტა სპეცწარმომადგენელმა, მაგალითად, მან ახსენა უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობა, ერთობლივი კონფერენციების მოწყობა და ა.შ.

რაც შეეხება ე.წ. პოზიტიურ საკითხებს, აქაც რატომ გვაქვს ეჭვები, რადგან ასეთი საკითხები კარგად შეგიძლიათ, განჭვრიტოთ, როგორ შეიძლება, გაგრძელდეს, მაგალითად უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობა, ერთობლივი კონფერენციები. თითქოს აქ არაფერი არ არის ცუდი, მეტიც, მინდა, შეგახსენოთ, რომ 2008 წლის შემდეგ, როდესაც რუსეთმა განახორციელა ჩვენი ტერიტორიების 20 პროცენტის ოკუპაცია, მაშინ იყო საკმაოდ მჭიდრო თანამშრომლობა უნივერსიტეტებს შორის, ტარდებოდა ერთობლივი კონფერენციები. მე პირადად ვესწრებოდი ერთ-ერთ კონფერენციას, რომელიც გაიმართა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლობით, ჩამოსული იყვნენ რუსი სტუდენტები, იყვნენ ქართველი სტუდენტები, საჯარო სამართლის იურიდიული პირი, ხელისუფლება პირდაპირ იყო ჩართული ამ ყველაფერში 2011 წელს, წინა ხელისუფლების პერიოდში, ომის დასრულებიდან ძალიან მალევე. თითქოს არაფერი ცუდი არ არის ამაში, მაგრამ აქაც ძალიან მარტივად შეგიძლიათ, განჭვრიტოთ, ვის წისქვილზე შეიძლება დაასხას წყალი დღევანდელ ვითარებაში ასეთმა ინიციატივებმა. რა თქმა უნდა, ეს ენერგიას მისცემს ოპოზიციას, უამრავ პროვოკაციას მოაწყობენ ასეთ ფაქტებთან დაკავშირებით და ბუნებრივია, ეს ყველაფერი შეიძლება, იყოს მიმართული მოქმედი ხელისუფლების ინტერესების წინააღმდეგ. აქედან გამომდინარე, ჩვენ გვაქვს ჩვენი კითხვის ნიშნები და იმედი მაქვს, ეს კითხვის ნიშნები ავა ხელისუფლების მაღალ ეშელონებამდე, შეიცვლება დამოკიდებულება, ეს არის ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნლოვანი. დიალოგი არის საჭირო, რადგან არის საქართველო, არის რუსეთის ფედერაცია, არის ქართველი ხალხი, არის რუსი ხალხი, ჩვენ ვართ ერთმანეთის მეზობლები და დიალოგის შენარჩუნება აუცილებელია. ჩვენ მოთმინებით გავაგრძელებთ საუბარს და იმედი გვაქვს, ეს საუბრები  შედეგს გამოიღებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor