
,,GEO NEWS”-ის რეგიონალური კორესპონდენტის ქრისტინა ჯავახიას ხედვა : ,,თურქული აგრესია და „82-ე ოლქის“ ნარატივი – მადლობა შსს-ს და ბატონ თამაზაშვილს” !
„ბათუმი 82-ე ოლქი“ და სოციალური ქსელების პროვოკაციები – მადლობა შსს-სა და ბატონ სულხან თამაზაშვილს აგრესიის აღკვეთისთვის !
ბათუმში განვითარებულმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ გამოავლინა ის აგრესიული ფონი და უპატივცემულობა, რომელსაც თურქეთის მხრიდან გამოვლენილი ცალკეული ქმედებები და განცხადებები ახლავს თან. საუბარია, არა მხოლოდ ადგილზე დაფიქსირებულ დაძაბულობაზე, არამედ იმ სისტემურ და პროვოკაციულ ნარატივზეც, რომლის მიხედვითაც ბათუმს, თითქოსდა, თურქეთის „82-ე ოლქად“ მოიხსენიებენ.
სოციალურ ქსელებში მომხმარებელთა ნაწილი ღიად გამოხატავს მსგავსს პრეტენზიებს და ქართველებს კომენტარებში პირდაპირ მოუწოდებს, „გადახედონ ისტორიას“, თანაც ამტკიცებენ, რომ „ბათუმი თურქეთია“.
მსგავსი გზავნილები და ტონი ცხადყოფს, რომ პრობლემა მხოლოდ ერთჯერად ემოციას არ უკავშირდება – ის მასპინძელი ქვეყნის სუვერენიტეტისა და მოქალაქეების მიმართ აშკარა უპატივცემულობას შეიცავს. ამ ფონზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, სახელმწიფო ინსტიტუტების მკაფიო და დროული რეაგირება.
მადლობა შინაგან საქმეთა სამინისტროსა და მინისტრ სულხან თამაზაშვილს იმ ოპერატიული მუშაობისთვის, წესრიგის შენარჩუნებისა და იმ აგრესიის აღკვეთისთვის, რომელიც სტუმრების ნაწილის მხრიდან წამოვიდა.
საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერ პროვოკაციასა და აგრესიულ გამოხტომას პასუხობდეს კანონის, წესრიგისა და სახელმწიფოებრივი ღირსების დაცვა, როგორც ქუჩასა და სტადიონზე, ისე ციფრულ სივრცეში.
,,GEO NEWS”-ის აჭარის რეგიონალური კორესპონდენტი – ქრისტინე ჯავახია
,,GEO NEWS”





