• November

    9

    2023
  • 113
  • 0
გიორგი ამილახვარმა სხვადასხვა რეგიონის სკოლების 500 მასწავლებელთან სამუშაო შეხვედრა გამართა

გიორგი ამილახვარმა სხვადასხვა რეგიონის სკოლების 500 მასწავლებელთან სამუშაო შეხვედრა გამართა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა მასწავლებლებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მინისტრმა პედაგოგებთან ერთად ზოგადი განათლების მიმართულებით სხვადასხვა აქტუალური საკითხი განიხილა, მათი პოზიციები მოისმინა და სკოლებში არსებული გამოწვევების დაძლევის გზებზე იმსჯელა.

„შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და მასწავლებლებს შესაძლებლობა მიეცათ, მათთვის საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით ამომწურავი ინფორმაცია უშუალოდ მინისტრისგან მიეღოთ.

შეხვედრის ფარგლებში საუბარი შეეხო ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორებიცაა მასწავლებელთა პროფესიული განვითარება, კარიერული წინსვლის ხელშეწყობა, მათი სახელფასო პოლიტიკის გაუმჯობესება და სხვა.

აღსანიშნავია, რომ, გიორგი ამილახვარის ინიციატივით, მასწავლებლებთან შეხვედრები მთელი ქვეყნის მასშტაბით გაგრძელდება, რათა პედაგოგთა წინაშე არსებულ პრობლემებზე მოხდეს დროული რეაგირება და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მათი აქტიური ჩართულობის უზრუნველყოფა“, – ნათქვამია განათლების სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციაში.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor