• November

    10

    2023
  • 86
  • 0
ეროვნულ ბოტანიკურ ბაღსა და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ეროვნულ ბოტანიკურ ბაღსა და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღსა და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელი საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის დირექტორმა ირინე დანელიამ და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა ლევან უჯმაჯურიძემ მოაწერეს.

ეროვნული ბოტანიკური ბაღის ინფორმაციით, მემორანდუმის ფარგლებში, თანამშრომლობის ახალი ეტაპი მიზნად ისახავს საქართველოში გავრცელებული ეკონომიკური მნიშვნელობის მცენარეული კულტურების (საკვები, დეკორატიული, სამკურნალო, თაფლოვანი, სამშენებლო და სხვ.)

მათივე ცნობით, ადგილობრივი ჯიშების შესწავლას, ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე ადგილობრივი, იშვიათი ჯიშების კოლექციის შექმნას, ერთობლივი სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების, პრაქტიკული და საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას. სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა ეროვნულ ბოტანიკურ ბაღს ხეხილის გადაშენების პირას მყოფი ადგილობრივი ჯიშების ნერგები გადასცა. ახალი საკოლექციოსადემონსტრაციო ნაკვეთის შექმნა ამ კულტურების კონსერვაციასა და პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს.

საქართველოს ეროვნულმა ბოტანიკურმა ბაღმა პარტნიორ ორგანიზაციას გასამრავლებლად ბაღის ტერიტორიაზე ჯერ კიდევ გასული საუკუნის დასაწყისში არსებული მარცვლოვანი კულტურების ისტორიული კოლექციიდან, ხორბლის ენდემური სახეობებისა და ადგილობრივი ჯიშების 50-მდე ნიმუში გადასცა.

მარცვლოვანი კულტურების ისტორიული კოლექცია 2005-2006 წლებში ბოტანიკური ბაღისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბოტანიკის ინსტიტუტის ერთობლივი ძალისხმევით იქნა აღდგენილი. მხარეები საქართველოს აგრობიომრავალფეროვნების შესწავლისა და შენარჩუნების საკითხებზე 2018 წლიდან თანამშრომლობენ. ღონისძეიებას ილიას უნივერსიტეტის ბოტანიკის ინსტიტუტის დირექტორი შალვა სიხარულიძე და დარგის სხვა სპეციალისტები ესწრებოდნენ

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor