• November

    17

    2023
  • 94
  • 0

რატი ბრეგაძე – ლაითურის დაწესებულებაში უზრუნველყოფილია ყველა პირობა, რომ ადამიანის უფლებები უმაღლესი სტანდარტით იყოს დაცული

იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას ლაითურის ახლად გახსნილ №1 პენიტენციურ დაწესებულებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ 700 პატიმარზე გათვლილ დაწესებულებაში ყველა პირობაა დაცული ადამიანის უფლებების უმაღლესი სტანდარტით დასაცავად.

„სამწუხაროდ, ადამიანები ყველა ქვეყანაში ჩადიან დანაშაულს და ნებისმიერ სამართლებრივ სახელმწიფოში სასჯელს სჭირდება აღსრულება. ეს რთული მისია საქართველოში აკისრია იუსტიციის სამინისტროს, კერძოდ, პრობაციის ბიუროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს. ამ მიმართულებით ჩვენ დაბა ლაითურში სულ რამდენიმე დღის წინ გავხსენით, მაგალითისთვის, 700 პატიმარზე გათვლილი, თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში მყოფი ახალი პენიტენციური დაწესებულება, რომელიც გათვლილია 700 პატიმარზე და უზრუნველყოფილია ყველა პირობა, რომ ადამიანის უფლებები დაცული იყოს უმაღლესი სტანდარტით“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ პარლამენტში გამოსვლისას.

რატი ბრეგაძის გამოსვლის ტექსტს იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. 

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor