• November

    28

    2023
  • 134
  • 0
არჩილ თალაკვაძე – „ნაციონალური მოძრაობა“ დაშლის საბოლოო ფაზაშია

არჩილ თალაკვაძე – „ნაციონალური მოძრაობა“ დაშლის საბოლოო ფაზაშია

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ დაშლის საბოლოო ფაზაშია.

„ღიმილის მომგვრელია, რა ფორმით მიმდინარეობს „ნაციონალურ მოძრაობაში“ პროცესები და როგორ იღებენ გადაწყვეტილებებს. ეს ასე იყო მაშინაც, როცა ხელისუფლებაში იყვნენ. მაშინაც ზეპირად და სახელდახელოდ მიიღებოდა გადაწყვეტილებები ერთი ადამიანის მიერ. ამდენი თვის მუშაობის, კინკლაობის და ჩხუბის შემდეგ საბოლოოდ გაარკვიეს, რომ ნიკა მელია ირიცხება, თუმცა პარტიაში ირიცხება თუ პარტიიდან ირიცხება, ეს ჯერ კიდევ ვერ გაარკვიეს. როგორც ჩანს, ეს იქნება „ნაციონალური მოძრაობის“ დაშლის ბოლო ფაზის მთავარი საკითხი. ამაზე მიდის მთავარი მსჯელობა „ნაციონალურ მოძრაობაში“ მაშინ, როდესაც ქვეყანას აქვს ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანები და ჩვენი საზოგადოება პოლიტიკოსებისგან ელოდება საქმეს, რეაგირებას იმ შესაძლებლობებზე, რომლებიც დღეს საქართველოს ინტერესებშია. „ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკურ ოფსაიდში და დაშლის საბოლოო ფაზაშია. რაც დათესეს, იმას იმკიან. რეალურად, არ ჰყავთ მომავლის ლიდერი და არ აქვთ სამომავლო გეგმა. პარტიის შიგნით მიმდინარეობს ძალაუფლების და იმ პოლიტიკური მემკვიდრეობის გადანაწილება, რომელიც დაატოვებინეს და წაართვეს მიხეილ სააკაშვილს. თავის მხრივ, მიხეილ სააკაშვილიც ყველანაირად ცდილობს, რომ პარტიაში იყოს დაპირისპირება და კინკლაობა, რათა ამით პატიმრობიდან დაამტკიცოს, თითქოს, მის გარდა, მხსნელი, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი თუ შემაკავშირებელი ადამიანი სხვა არავინაა. ეს არის ერთი კაცის პარტია და იმართება არადემოკრატიულად. ყოველთვის ვამბობთ, რომ მან მიიღო ანტიევროპული, ანტისაზოგადოებრივი და ანტისახელმწიფოებრივი ხასიათი. პარტია გადასულია დაშლის ბოლო ეტაპზე და ყველაფერი, რაც შიგნით ხდებოდა, უკვე სააშკარაოზე გამოვიდა“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor