• November

    29

    2023
  • 94
  • 0
ვახტანგ გომელაური სომხეთის უსაფრთხოების საბჭოს მდივანს შეხვდა

ვახტანგ გომელაური სომხეთის უსაფრთხოების საბჭოს მდივანს შეხვდა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა, ვახტანგ გომელაურმა სომხეთის რესპუბლიკის უსაფრთხოების საბჭოს მდივანთან, არმენ გრიგორიანთან შეხვედრა გამართა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე გიორგი ბუთხუზი და ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსი გივი თუმანიშვილი.

„მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე და არსებულ უსაფრთხოების საკითხებზე ისაუბრეს. ვახტანგ გომელაურმა და არმენ გრიგორიანმა ასევე განიხილეს ორი ქვეყნის შესაბამის სტრუქტურებს შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობა. შეხვედრის ფარგლებში ხაზი გაესვა როგორც სამხრეთ კავკასიის რეგიონის მდგრადი განვითარებისათვის მშვიდობისა და თანამშრომლობის მნიშვნელობას, ასევე რეგიონული დიალოგის არსებობას ეკონომიკის, ვაჭრობის, კულტურისა და სხვა მიმართულებების განვითარებაში“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor