• November

    30

    2023
  • 119
  • 0

ირაკლი კობახიძე – სამთავრობო გეგმაში წერია, როგორ და რა ვადებში უნდა შესრულდეს ცხრა პუნქტი, დასამალი არაფერია, ალბათ მთავრობა ელოდება კონსულტაციებს ევროკომისიასთან და შემდეგ გასაჯაროვდება

ცხრა პუნქტის შესრულების სამთავრობო გეგმის დოკუმენტი გაგზავნილია ევროკომისიაში. არ ვიცი, შეიძლება, მთავრობას აქვს ევროკომისიასთან ეს მოლაპარაკება, რომ ჯერ უნდა იყოს გავლილი გარკვეული კონსულტაციები და მერე უნდა გასაჯაროვდეს, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, დასამალი არაფერი არის ამ დოკუმენტში, არის მარტივი დოკუმენტი, სადაც წერია, როგორ უნდა შესრულდეს ცხრავე პუნქტი, როგორი ღონისძიებები უნდა განხორციელდეს, ვინ უნდა განახორციელოს და რა ვადებში.

„მარტივი გეგმაა რეალურად, რაც არის გაგზავნილი ევროკომისიაში. რა თქმა უნდა, არაფერი დასამალი არ არის, ერთადერთი, ალბათ მთავრობა ელოდება კონსულტაციებს ევროკომისიასთან და ამის შემდეგ გასაჯაროვდება ეს სამოქმედო გეგმა. მესმის, რომ ინტერესი არის, მთავრობის საქმეა ეს, ამიტომ მთავრობას დაველოდოთ. მთავრობა აწარმოებს, მათ შორის, კონსულტაციებს ევროკომისიასთან. გაგრძელდება ეს კონსულტაციები და მთავრობა გადაწყვეტს ალბათ, როდის უნდა გასაჯაროვდეს სამოქმედო გეგმა. ეს დამოკიდებული იქნება კონსულტაციებზე, რომელიც იმართება ევროკომისიასთან“, – განაცხადა კობახიძემ.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor