• December

    2

    2023
  • 104
  • 0
რეჯეფ თაიფ ერდოღანი – ველოდები, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო “ღაზის ჯალათების“, განსაკუთრებით, ბენიამინ ნეთანიაჰუს პასუხისმგებლობას უზრუნველყოფს

რეჯეფ თაიფ ერდოღანი – ველოდები, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო “ღაზის ჯალათების“, განსაკუთრებით, ბენიამინ ნეთანიაჰუს პასუხისმგებლობას უზრუნველყოფს

ველოდები, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო „ღაზის ჯალათების“, განსაკუთრებით, ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს პასუხისმგებლობას უზრუნველყოფს, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

როგორც რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აღნიშნა, გმობს ისრაელის ქმედებებს ღაზაში.

ამასთან ერთად, ერდოღანის თქმით, ღაზაში ნეთანიაჰუს ადმინისტრაციის ხოცვა-ჟლეტა ისტორიაში შავი ლაქის სახით არის აღბეჭდილი.

„ეს არის სახელმწიფო ტერორიზმი. ჩვენ არ შეგვიძლია, გავჩუმდეთ ამ სახელმწიფო ტერორიზმის წინააღმდეგ. მსოფლიო არასოდეს დაივიწყებს ამ სახელმწიფოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გამოვლენილ გულგრილობას. ისრაელის ოფიციალური პირები, რომლებიც გენოციდის მსხვერპლად იყვნენ ცნობილი, ახლა გადაიქცნენ თავიანთი წინაპრების მკვლელებად“, – აღნიშნა ერდოღანმა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor