• December

    5

    2023
  • 343
  • 0
100 წლის წინ დახვრეტილი გმირების ,, დახმარებით “პრეზიდენტს ახალ სკანდალში ხვევენ ?

100 წლის წინ დახვრეტილი გმირების ,, დახმარებით “პრეზიდენტს ახალ სკანდალში ხვევენ ?

ამა წლის 17 ნოემბერს ეროვნული გმირების ორდენებით  ( სიკვდილის შემდეგ ) დაჯილდოვდნენ სამხედრო ცენტრის, რომელსაც სათავეში ედგა გენერალი კოტე აფხაზი, თხუტმეტივე წევრი. შეგახსენებთ, რომ ზემოთხსენებული სამხედრო ცენტრი ამზადებდა დიდ აჯანყებას ბოლშევიკების წინააღმდეგ, მაგრამ, როგორც ხდება, ღალატის გამო, წევრები  შეიპყრეს და 1923 წლის 21 მაისის გარიჟრაჟზე, წამების შემდეგ, ყველანი დახვრიტეს.

ბოლშევიკები დახვრეტით არ დაკმაყოფილდნენ და სასაკლაოს ადგილზე ამჟამინდელი ვაკის – პარკის ტერიტორიაზე საზოგადოებრივი საპირფარეშო ააგეს. არადა, ზოგიერთი ისტორიკოსის ვარაუდით, 1924 წლის აჯანყების სათავეში სამხედრო ცენტრი, რომ ყოფილიყო  საქართველოს ისტორია სულ სხვანაირად წავიდოდა. ფაქტობრივად, 1924 წლის აჯანყება ხელმძღვანელების გარეშე დარჩა.

როგორც შევიტყვეთ, ღონისძიება ჩატარდა ვაკის – პარკში სამხედრო ცენტრის მემორიალთან და მერე შეკრებამ გადაინაცვლა პრეზიდენტის რეზიდენციაში ათონელზე. სააქტო დარბაზში გმირების შთამომავლებს და შეკრებილ სტუმრებს წარუდგინეს საქართველოს ეროვნული გმირის ორდენები, რომლებიც ამჟამად ინახება პარლამენტის ბიბლიოთეკაში. მაგრამ, როგორც ყოველთვის ჩვენს ქვეყანაში ხდება ყველაფერი კარგი აბსურდისკენ მიეგორება. ეს ღონისძიებაც გამონაკლისი არ გახდა. საქმე შემდეგშია : გაოცებულ შთამომავლობას განუცხადეს, რომ თითოეულ გმირზე გამოყოფილია გარკვეული თანხა ( თანხის რაოდენობა ზუსტად არ ვიცი, თ. მ ), კომპენსაციის სახით. ეს თანხა შთამომავლებს უნდა გადასცეს ფინანსთა სამინისტრომ ( მინისტრი ლაშა ხუციშვილი ). რა თქმა უნდა, შთამომავლებმა მიმართეს სამინისტროს კონკრეტულ თანამშრომლებს და ჰკითხეს, რა საბუთებია საჭირო თანხის მისაღებად. მაგრამ ამ საბუთებში აღმოჩნდა ერთადერთი, თუმცა, გადაულახავი დოკუმენტი  – სამკვიდრო. ყველა ნოტარიუსმა, რომელსაც მემკვიდრეებმა მიმართეს, განაცხადა: სამკვიდროს მისაღებად აუცილებელია მათი წინაპრის გარდაცვალების მოწმობა, რომელიც, სამწუხაროდ, ბუნებაში არ არსებობს. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, თხუთმეტივე იყო დახვრეტილი და ბოლშევიკებმა თოთოეულ მათგანს ქონება პირწმინდად ჩამოართვეს. ანუ იურიდულად სამკვიდროს ითხოვენ იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტული ადამიანი უტოვებს თავის შთამომავლობას მატერიალურ საგანს: მაგ: სახლს, მიწას, ფულს, ავტომანქანას და ა.შ. ამ შემთხვევაში კი, რომელ სამკვიდროზეა ლაპარაკი, როცა პრეზიდენტის ბრძანების მიერ გამოყოფილი თანხა არის სახელმწიფოს მხრიდან კომპენსაცია. მართალია, ფინანსთა სამინისტროს თანამშრომლები ჯიუტად მოითხოვენ სამკვიდროს, როგორც მთავარ დოკუმენტს და მოიშველიებენ კანონს, მაგრამ არის მომენტები, როცა არსებული კანონი შედის ჩიხში. ლოგიკით უნდა გამოიძებნოს სხვა გზა, რასაც ჰქვია გამონაკლისი.

ვითარება იძაბება და შთამომავლები მზად არიან მოაწყონ აქციები ფინანსთა სამინისტროსთან, თუმცა, მავანი და მავანი, მათ ურჩევს აქცია მოაწყონ არა ფინანსთა სამინისტროსთან, არამედ პრეზიდენტის რეზიდენციასთან. რაც შეეხება შთამომავლთა აზრს, მოსწონთ მათ პრეზიდენტი თუ არა,  ამ კონკრეტულ შემთხვევაში პრეზიდენტი არაფერ შუაშია და თვლიან, რომ ამ პრობლემის თავი და თავი ფინანსთა სამინიტროა.

თამთა მაისურაძე

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor